ბიძინა ივანიშვილი დაიბადა სოფელ ჭორვილაში (საჩხერის მუნიციპალიტეტი), მამა ჭიათურმანგანუმის კომბინატის მემაღაროე იყო. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკურ ფაკულტეტზე. სწავლის დასრულების შემდეგ მუშაობდა ჩარხმშენებელ ქარხანაში მუშად, უფროს ინჟინრად, ლაბორატორიის უფროსად. 1982 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „მეცნიერული ორგანიზაცია და შრომის ეკონომიკა“.
მოგვიანებით ივანიშვილმა საკუთარი ბიზნესი წამოიწყო, ჯერ არმირებულ მილებს აწარმოებდა, შემდგომ კი კომპიუტერებითვაჭრობდა. მისი პირველი დამკვეთი საქართველოს მეცნიერებათა აკადემია იყო. ამ დაკვეთის შედეგად მას სოლიდური თანხა დაუგროვდა, რითიც პროკურატურა დაინტერესდა და ანგარიშები დაუყადაღა.
1988 წელს ივანიშვილმა დატოვა საქართველო და საქმიანობა განაგრძო მოსკოვში, სადაც ახალ პარტნიორებთან ერთად გააგრძელა კომპიუტერებით ვაჭრობა. გარკვეული დროის შემდეგ კომპიუტერებთან ერთად ბრუნვაში ჩართეს ასლგადამღები აპარატები და ტელეფონები. ამის შემდეგ მათ ელექტროტექნიკის მწარმოებელი ქარხანა შეიძინეს ჰონგ-კონგში. 1990 წლისთვისივანიშვილი ელექტრო-ტექნიკის გაყიდვების ერთ-ერთი ლიდერი იყო რუსეთში. დაგროვებული კაპიტალით ივანიშვილმა და მისმა პარტნიორებმა გახსნეს ბანკი „როსკრედიტი“.
პოლიტიკური მოღვაწეობა:
2011 წლის 5 ოქტომბერს „ქართუ ჯგუფმა“ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ივანიშვილი საკუთარი პოლიტიკური პარტიის შექმნას და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებდა.2 დღის შემდეგ, 7 ოქტომბერს, ივანიშვილმა ვრცელი განცხადება გაავრცელა. 11 ოქტომბერს სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ განაცხადა, რომ ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა. 17 ნოემბერს მან საქართვეოს პრეზიდენტს მიმართა მოქალაქეობის მიღების თხოვნით.ივანიშვილის ძირითადი პოლიტიკური პარტნიორები არიან საქართველოს რესპუბლიკური პარტია, ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები, ეროვნული ფორუმი დამრეწველობა გადაარჩენს საქართველოს . ივანიშვილის პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 2012 წლის 21 აპრილს დაფუძნდა.