x
image
ელენე გუმა
"ახალი საკენკი შემოაგდეს, მერამდენედ უნდა წამოგაგოთ ანკესზე ამ ხელისუფლებამ? მერამდენედ?! "
image


ყოფილი პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში ახალი ფარული ჩანაწერების შესახებ წერს, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა და რომელიც პანკისის სპეცოპერაციის გარდაცლილი თემირლან ამჩალიკაშილის მამას, ვახა მაჩალიკაშვილს ეხება.


როგორც სარიშვილი აცხადებს, ეს ყველაფერი ახალი საკენკია, რომელიც ხელისუფლებამ შემოაგდო.


"ახალი საკენკი შემოაგდო ლანძღვა–გინებაზე, განკითხვაზე ან პილატესავით ხელის დაბანაზე ორიენტირებულ "საზოგადოებაში" მოქმედმა ხელისუფლებამ: ვახა მაჩალიკაშვილის და მისი ძმისშვილის საუბრის ჩანაწერი. და მიდის დაუღალავი გარჩევა – რა თქვა მაჩალიკაშვილმა; მარტო თავისი შვილის მკვლელის მარშრუტს ადგენდა თუ კიდევ რამე ჰქონდა გუნებაში; ეგებ მისი ხმა არ არის და რა ვიცი კიდე რას არ წერენ...
მერამდენედ უნდა წამოგაგოთ ანკესზე ამ ხელისუფლებამ? მერამდენედ?!
რა მნიშვნელობა აქვს ამ ჩანაწერს?! ვერ ხვდებით ეხლა რატომ დაიდო?! ან რა მერე თუ ვახა თავისი შვილის მკვლელის ადგილსამყოფელს ადგენდა?! ან თუნდაც თავისი ძმისშვილისთვის განწარებულ მამას რამეც რომ ეთქვა (თუ ეს სიმართლეა) მერე რა?!!! რამდენს და რამდენჯერ გითქვამთ უბრალოდ ვინმეზე გაბრაზებულებს ამაზე ბევრად უარესი?! ეს კაცი – ვახა მაჩალიკაშვილი ვინმეს ფიზიკურ განადგურებას რომ გეგმავდეს, ამდენი ხანი ასე აქციებზე იდგებოდა??? და გულში თუ თავისი შვილის მკვლელის სიკვდილი არ ეწყინება, ვინმე ხართ ამის განმკითხავი?!


დღესავით ნათელია როგორ საგულდაგულოდ ემზადება ეს ხელისუფლება 2020 წლის არჩევნებისთვის და თან პარალელურად რუსეთის გეგმას ახორციელებს, რაც პრინციპში ერთი და იგივეა.


2020 წლის არჩევნების მოსაგებად რამდენიმე ამოცანა აქვს გადასაწყვეტი ხელისუფლებას:


1. არიოს სიტუაცია პანკისში;
2. არ დაუშვას სანდრა რულოვსის მოგება ზუგდიდში;
3. აიძულოს რუსთავი 2 შეცვალოს სარედაქციო პოლიტიკა.

სამივე ამოცანის გადაწყვეტაში ღიად და ფიზიკურად მონაწილეობს შსს მინისტრი გახარია და სწორედ ამიტომ სიტუაცია ამ სამივე თემაზე განსაკუთრებულად ვერაგულია.

და ისევ ვუბრუნდები ვახა მაჩალიკაშვილის თემას:
შევწყვიტოთ უსაგნო კამათი ამ ღირსებით სავსე ადამიანზე და თუ შველა არ შეგვიძლია, ჭკუას მაინც ნუ ვასწავლით და ნუ ვარჩევთ, ვის, სად და რა უთხრა! ხელისგულზე დევს ამ კაცის მოქმედება მთელი ამ ხნის განმავლობაში და ათასგვარი ვერსიების დაუღალავად გარჩევის ნაცვლად ჩვენი საკეთებელი ვაკეთოთ!
საქმე ჭორაობის ნაცვლად!"-წერს სარიშვილი.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აუდიო ჩანაწერი ცოტა ხნის წინ გაავრცელა.

უწყების მტკიცებით, აუდიოჩანაწერში, რომელიც ქისტურ ენაზეა, ვახა მაჩალიკაშვილი მის ძმისშვილს - ჰუსეინ მაჩალიკაშვილს, ესაუბრება და ის სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის - იოსებ გოგაშვილის მკვლელობას გეგმავს. ჩანაწერის მიხედვით, მალხაზ მაჩალიკაშვილი დავალებას აძლევს მის ძმისშვილს, რომ იოსებ გოგაშვილის მამის საფლავი იპოვოს ზემო მაჩხაანში. სუს-ის მტკიცებით, სწორედ მამის საფლავზე გეგმავდა მაჩალიკაშვილის შურისძიებას.

0
107
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
107
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0