ქალი და მამაკაცი დღეს დილით გოგოს შევხვდი, რომელიც წლების წინ მიყვარდა… 2019, 7 მაისი, 12:17 ეს, ალბათ, ყველაზე გულწრფელი და სევდიანი გზავნილია, რაც კი ოდესმე დაკარგული სიყვარულის შესახებ წაგიკითხავთ… გაუზიარეთ ის მათ, ვისაც ერთმანეთი უყვართ, მათ, ვინც ჯერ კიდევ ერთად არიან, მათაც, ვინც უკვე ერთად აღარ არიან, მაგრამ ასე არ უნდა იყოს… როგორ მინდა, რომ შეყვარებული ადამიანები გაუაზრებელი ნაბიჯისგან დავიცვა… დღეს დილით, საუზმობისას შევხვდი გოგონას, რომელიც წლების წინ მიყვარდა. მას ახლა ქამრი ჰყავს და ბავშვს ელოდება. როდესაც ის გადიოდა, ერთმანეთს მივესალმეთ, შემდეგ კი ტელეფონით ვისაუბრეთ. გულწრფელად, რომ გითხრათ, საუბრისას გული ისე მიცემდა და ვცახცახებდი… ბოლო 15 წელია მსგავსი არაფერი განმიცდია… ცრემლები ღაპაღუპით მომდიოდა და მათი შეჩერება არ შემეძლო. 5 წლის წინ დაშორების გადაწყვეტილება ერთობლივად მივიღეთ. იმ დროისთვის უკვე 4-5 წელი იყო, რაც ვხვდებოდით და მთელ იმ დროს ერთმანეთს ვუძღვნიდით. შეგვეძლო დღეების მანძილზე ერთად 8, 12 და 24 საათი გაგვეტარებინა და საერთოდ არ ვიღლებოდით. ერთად ვჭამდით, გვეძინა, ვსეირნობდით, ვვარჯიშობდით, ვოცნებობდით, ვუყურებდით ფილმებს, სტუმრად დავდიოდით, ვსაუბრობდით, ვთამაშობდით Sony PlayStation-ს… ყველაფერში ურთიერთგაგებას ვგრძნობდით… შეპყრობილი ვიყავით ერთმანეთით… რა თქმა უნდა, 5 წლის განმავლობაში რთული პერიოდებიც იყო.. როდესაც ხელში აყვანილი მიმყავდა საავადმყოფოში, ის კი გვერდში მედგა და მამხნევებდა, როდესაც ჩემი პროექტები სტაბილურად წარუმატებლობას განიცდიდა; გვიწევდა ერთამენეთთან განშორება და ტირილი, ეჭვი გვეპარებოდა ერთმანეთში და საკუთარ თავში… მაგრამ რაც არა უნდა მომხადრიყო, ერთმანეთის გარეშე ერთ დღეზე მეტ ხანს ვერ ვძლებდით. აბსოლუტურად მოწყვეტილნი ვიყავით სამყაროს და ყოველივეს გარშემო გვერდიდან ვუყურებდით. მხოლოდ ბუნდოვანი წარმოდგენა გვქონდა იმაზე, თუ როგორ ცხოვრობდნენ სხვები. ყოველ ჯერზე, როდესაც საზოგადოებაში გავდიოდით, ჩვენთვის საკვირველი იყო იმ მოვლენის აღმოჩენა, როდესაც ერთს უყვარს, მეორე კი უფლებას აძლევს უყვარდეს, ურთიერთობა - როდესაც ერთმანეთი სულაც არ უყვართ, უბრალოდ ერთად ყოფნა გადაწყვიტეს. ამას არ ვაკვირდებოდით. ჩვენ გვიყვებოდნენ ამის შესახებ, ჩვენ კი უბრალოდ მხრებს ვიჩეჩდით. და ყოველ ჯერზე, როდესაც დიდი სამყაროდან ჩვენ პატარა სამყაროში ვბრუნდებოდით, ერთამენთს სრულიად გულწრფელად ვეუბნებოდით, რომ ერთმანეთი ერთნაირად ძლიერ გვიყვარდა, ისე, როგორც არასდროს არავინ ჰყვარებია… გვჯეროდა ამის და ვიცოდით, რომ ეს ასე იყო. ისევე როგორც ვიცოდით, რომ შეუძლებელია ერთად ყოფნის გადაწყვეტილება არ მიიღო, თუ ცალ-ცალკე ყოფნა საერთოდ არყოფნას უტოლდება. არ დავმალავ, იდელაურები არც ჩვენ ვყოფილვართ და ჩვენმა ურთიერთობამ მრავალი სხვადსხვა ადამიანური გამოცდა გაიარა, მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი. და აი, 4-5 წლიანი ურთიერთობის შემდეგ მოგვეჩვენა, რომ ჩვენი გრძნობები მოკვდა, რომ ისეთები არ ვართ, როგორებიც იდეალურ შემთხვევაში უნდა ვყოფილიყავით, რომ ვნება გაქრა და უკეთესი იქნებოდა, დავშორებოდით ერთმანეთს... არასდროს დამავიწყდება, როგორი მოლოდინებით დავშორდით ერთმანეთს. გვეგონა, იალქნიანი გემები ვიყავით, ღია ზღვაში რომ აპირებდნენ გაჭრას და გვეგონა, რომ ეს სამყარო ღირსეული და მნიშვნელოვანი ადამიანებით სავსე იქნებოდა. ადამიანებით, რომლებიც, მინიმუმ, იმაზე უარესები არ იქნებოდნენ, ვიდრე ჩვენ ვიყავით ერთამნეთისთვის. ახალგაზრდები ვიყავით, ლამაზები, პერსპექტიულები და გადავწყვიტეთ, რომ მეორე ნახევრის პოვნა სულაც არ იქნებოდა რთული, რადგან ასარჩევის მეტი რა იყო…. მას შემდეგ 5 წელი გავიდა… ერთი 10 ან 15 წლის წინ ჩემთვის რომ ვინმეს ეთქვა, ასეთი ცხოვრება მექნებოდა, არაფრით დავიჯერებდი. ახლა ვხედავ, რომ ყველზე ლამაზი და საინტერესო გოგონები, ყველაზე წარმატებული და მომხიბლველი ბიჭები მასობრივად მარტო რჩებიან… მახოსვს, როგორ შევედი პირველ კლასში, და ერთი გოგო იყო, რომელიც მთელი კლასის ბიჭებს უყვარდათ და გოგონებს სძულდათ. მაშინ რომ ჩემთვის ეთქვათ, 25 წლის შემდეგ ის გოგონა ისევ ისეთივე ლამაზი, მაგრამ მარტოხელა და განქორწინებული იქნებაო, ვიფიქრებდი, რომ მაშაყირებენ. ისევე როგორც, ვერ დავიჯერებდი, რომ გოგონა, რომელზეც მე-8, მე-9 კლასში არაერთი სხვა ბიჭივით, ყურებამდე შეყვარებული ვიყავი, 25 წლის ასაკში მარტოხელა და ძალიან ლამაზი დედა იქნებოდა, ასევე ლამაზი და ძალიან კეთილი ჩემი მეორე დაქალის მსგავსად… როდესაც მას ვხედავ, აღტაცებისგან სუნთქვა მეკვრის (ისევე, როგორც სხვა ყველას). მახსოვს, ერთხელ პირად საუბარში მან მითხრა, რომ 17-18 წლის ასაკში სამყაროს და მის მომავალს სრულიად სხვაგვარად აღიქვამდა. სულ ეგონა, რომ მას ყველაფეი ექნებოდა: დიდი და კარგი ოჯახი, წარმატებული ქმარი და არანაკლებ წარმატებული შვილები, სახლი და ყველაფერი, რაზეც ნებისმიერი ქალი ოცნებობს. სინამდვილეში კი ყველაფერი სხვაგვარად მოეწყო: ქმართან, რომელიც მას სცემდა, განქორწინებულია, გარშემო მხოლოდ უნამუსო კაცები არიან და ა.შ. ჩვენი ქალაქის ბევრი ლამაზის გოგოს ბედი ვიცი. მათი უმრავლესობა ძალიან მებრალება. ადრე რომ ჩემთვის ეთქვათ, ეს გოგონები მარტოსულები და უბედურები იქნებოდნენ და არავის დასჭირდებოდნენ, უბრალოდ გამეცინებოდა. ისინი კი ზუსტად ასე არიან! ჩემს მამაკაურ კამპანიაში მეტნაკლებად წარმატებულ მამაკაცებს შეხვდებით. მისდევენ სპორტს, მუშაობენ, აქტიურები არიან, მათთან უერთიერთობა სასიამოვნოა და ყველა მათგანი 22-დან 35 წლამდე ასაკისაა. ჩვენ ცხოვრების სტილი და ღირებულებები გვაერთიანებს. და რაც საინტერესოა – ამ მამაკაცების ნახევარი დაუქორწინებელია. ყველაზე საშინელი კი ისაა, რომ ვიცი, ისინი აბსოლუტურად რეალისტურად განიხილავენ ცხოვრების ბოლომდე მარტო ყოფნის პერსპექტივას. ამას წინათ, ერთ ახლო მეგობარს შემვხვდი, რომელიც წლების წინ ჩემსავით დაშორდა საყვარელ ქალს, იმ იმედით, რომ სამყარო სავსეა უკეთესი შემოთავაზებებით. მას ერთ-ერთ ყველაზე მაგარ ტიპს ვუწოდებდი ჩემს სამეგობროში (მისი შეყვარება ადვილია). მან მითხრა, რომ ადრე მარტოხელად დარჩენის სცენარს არც განიხილავდა, ეგონა ადრე თუ გვიან, ვინმეს შეხვდებოდა, ახლა კი ყველაფერს სხვაგავრად უყურებს. ახლა ის სრულიად ცივი გონებით აანალიზებს მარტო ცხოვრების ვერსიას…. არ ვიცი, რა და როდის შეიცვალა ამ სამყაროში, მაგრამ დღითი დღე იმატებს მარტოხელა ადამიანების რაოდენობა. ახლა 36 წლის ვარ. ბევრი რამ ვიცი და ბევრი რამ შემიძლია. ვიცი, როგორ ვიშოვო ფული, მოვიპოვო პატივისცემა, გამოვიწვიო სიცილი ან შევაძულო ვინმეს თავი. პრაქტიკულად ყველაფრის მიღება ვისწავლე, რაც შეიძლება ინატრო, მაგრამ დღემდე არ ვიცი, რა უნდა გააკეთო, რომ შეგიყვარდეს. ეს ერთადერთი გრძნობა, ემოციაა, რომლის გამოწვევა, შექმნა ან იმიტირება შეუძლებელია. ის ჩვენ არ გვეკუთვნის და, დარწმუნებული ვარ, რომ ის ღვთის ნიჭია. და “თუ ღმერთია სადმე ამქვეყნად, სიყვარულია, ალბათ, ის ღმერთი”… თუკი თუნდაც მხოლოდ ერთხელ გამოცდი ნამდვილ სიყვარულს, მერე აცნობიერებ, რომ მასთან შედარებით ყველაფერი არარაობაა. და თუ ახლა ვინმე გიყვარს, გარე სამყაროში კი არის ვინმე, ვინც უფრო გელამაზება, უფრო გეახალგაზრდავება, უფრო საინტერესოდ და მიმზიდველად გეჩვენება, იცოდე, რომ ეგ დროებითია, სიყვარული კი მარადიულია. ცეცხლი ჩაქვრება, ახალგაზრდები დაბერდებიან, ნაზი უხეში გახდება, საინტერსო – ჩვეულებრივი, გონებამახვილობა – სისულელე… სიყვარულს კი წარსული დრო არ აქვს… თუ გვერდით საყვარელი ადამიანი გყავს – არ გაბედო მისი მიტოვება! არაფრის გამო! მთელი შენი ცხოვრება 5-6 ღირებული ადამიანისგან შედგება, ერთ-ერთი მათგანი კი, თუ ცა ინებებს, შეგიყვარდება. თუ შანს ხელიდან გაუშვებ, შეიძლება ის არც არასდროს მოგეცეს მეორედ. ნუ გაფლანგავ ბედნიერებას და მისი აშენების შესაძლებლობას. მერე აუცილებლად ინანებ! ამქვეყნად არაფერია, რისი გაცვლაც სიყვარულზე შეიძლება. ბოლო 5 წლის განმავლობაში იმ გოგონების დაფასება ვისწავლე, რომლებთანაც უბრალოდ საუბარი, ნორმალური ურთიერთობა შეიძლება, სიცოცხლე უხარიათ. იმ ადამიანების დაფასება ვისწავლე, ვისაც საკუთარი აზრი, აქვთ, აზროვნებენ და რაღაც სურთ ამ ცხოვრებაში. ძალიან გამიმართლა, რომ ჩემს ცხოვრებაში ბედნიერება იყო. თუმცა რატო იყო? კიდევ იქნება… თქვენც იგივეს გისურვებთ… ხელიდან არ გაუშვათ!…. 14350 3-ს მოსწონს
|