სხვა "sos", "help" და "i'm here"- უკაცრიელ კუნძულებიდან გადარჩენილები... 2019, 17 მაისი, 13:42 სრულიად მოულოდნელად შესაძლოა მოგზაურობისას უკაცრიელ კუნძულზე მოხვდეთ. ეს ხომ ბედისწერაა და ვერ გაქეცევი ვერსად, ასე დაემართათ ჩვენი სტატიის გმირებს, რომლებიც ხმელელეთზე გაკეთებული წარწერების - "sos", "help" და "i'm here" საშუალებით გადარჩნენ. 1. სამმა მეზღვაურმა გადაწყვიტა წყნარ ოკეანეში გაცურვა. მათთვის მოულოდნელად ნავი მწყობრობიდან გამოვიდა და ჩაძირვა დაიწყო, მეზღვაურებმა ცურვით მოახერხეს სანაპიროზე გასვლა, თუმცა ეს საცხოვრებელი ადგილიდან ძალიან შორს მდებარე ფანადიკის კუნძულები იყო. 3 დღის განმავლობაში რთულ პირობებში განაგრძობდნენ არსებობას, საბოლოოდ პალმის ფოთლების საშუალებით სანაპიროზე გააკეთეს შემდეგი წარწერა - "help" (დამეხმარეთ). მეზღვაურები მეოთხე დილას აშშ-ს საზღვაო ფლოტმა შენიშნა, ურთულესი 3 დღის შემდეგ, ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ. 2. ხოსე სალვადორ ალვარენგამ ზუსტად 13 თვე გაატარა წყნარი ოკეანის კუნძულებზე. სათევზაოდ გასულ ალვარენგას და მის მეგობარს შტორმი დაატყდა თავს, რთულ პირობებში გადარჩენა მაინც მოახერხეს და ერთ პატარა სანაპიროს შეეფარნენ. ალვარენგას თქმით, მისი მეგობარი დაიღუპა იმის გამო, რომ არ ჭამდა უმ ხორცს, ხოლო თავად ალვარენგა ყველაფერს ჭამდა, რისი შეჭმაც შესაძლებელი იყო. 13 თვის განმავლობაში დამოკიდებლად ოკეანიდან გასასვლელის ძიებაში მყოფ მეზღვაურმა შემთხვევით შენიშნა დასახლებული კუნძული, საიდანაც მოგვიანებით მისი გადარჩენა განხორციელდა. როგორც ცნობილია, ალვარენგას ფსიქოლოგიური პრობლემები გააჩნდა, როდესაც ის იპოვეს. 3. გასულ წლებში, ლინუს და საბინა ჯეკის წყვილი მოულოდნელად გაუჩინარდა მიკრონეზიაში მდებარე კუნძულ ვენოდან. ერთი კვირის შემდეგ, წყვილზე ძებნა გამოცხადდა, 13 დღის შემდეგ, ინგლისელმა მეზღვაურმა ფაიუ ატოლის კუნძულზე უცნაური სინათლე შენიშნა და დახმარებისთვის შესაბამის ორგანოებს მიმართა. 15 გემი და 2 ვერტმფრენი 27 000 კვადრატულ კილომეტრიან კუნძულზე დაკარგულებს ეძებდა. ძებნის ოპერაცია წარმატებული აღმოჩნდა, წყვილი შენიშნეს პატარა სანაპიროზე სადაც ქვიშით "sos" -წარწერა იყო გაკეთებული. სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი <<<<< თქვენთვის საინტერესო >>>>>4 ადგილი დედამიწაზე, სადაც კაციშვილს ფეხი არ დაუდგამს! მამაკაცმა ტყეში კოტეჯი იპოვა, ხოლო ერთი კვირის შემდეგ შოკისმომგვრელი რამ მოხდა... მილიონერი რონალდინიო გაუჩოს მდიდრული ცხოვრება - ეს მას ეკუთვნის ქალიშვილმა მიატოვა, მაგრამ საბედნიეროდ წლების შემდეგ მხსნელად ჟურნალისტი მოევლინა... ბრაზილიელმა წყვილმა მილიონობით ხეების დარგვით, 20 წელიწადში ტყე გამოაცოცხლა! 805 4-ს მოსწონს
|