ცომეული პიცა "შეფი" 2019, 6 მაისი, 17:48 ![]() მარგარინი - 150 გრ. მაწონი - 250 მლ. სოდა - 1/2 ჩ.კ. მარილი - 1 მწიკვი ინგრედიენტები: პიცის სოუსი - გემოვნებით სულუგუნი -100 გრ. ლორი - 150 გრ. სიმინდის მარცვლები - 100 გრ. ქინძი – გასაფორმებლად პიცის სოუსი: პომიდვრის სოუსი - 400 გრ. ტომატი - 170 გრ. დაფქული ორეგანო - 1 ს.კ. დაქუცმაცებული ნიორი - 1/2 ჩ.კ. დაფქული წიწაკა - 1 ჩ.კ. მომზადება: 1. მოვზილოთ ცომი: ხელით შევაზილოთ ერთმანეთს დარბილებული მარგარინი და ფქვილი. დავუმატოთ მაწონში გახსნილი სოდა და კარგად მოვზილოთ (ცომი უნდა გამოვიდეს მაგარი). 2. მოვამზადოთ პიცის სოუსი: მოვათავსოთ სოუსის ინგრედიენტები თასში და კარგად ავურიოთ. 3. გავაბრტყელოთ ცომი წრის ფორმაზე, წავუსვათ პიცის სოუსი და დავაწყოთ ინგრედიენტები შემდეგი მიმდევრობით: სულუგუნი, ლორი, სიმინდის მარცვლები და მოვათავსოთ ღუმელში გამოსაცხობად. 4. მზა პიცა გავაფორმოთ წვრილად დაჭრილი ქინძით. 47 შეფასება არ არის
|