x
image
intermedia.ge
Mediator image
„ოქროს ტალღის“ სპეციალური სტუმარი მარკ მარტელია - ბილეთები უკვე იყიდება
image


რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ წელს უკვე მეექვსედ წარმოგიდგენთ წლის სიმღერის დაჯილდოების ცერემონიალს „ოქროს ტალღა“. კონკურსის მთავარი მიზანია ქართული სიმღერის პოპულარიზაცია და ამ სფეროში ჩართული ადამიანების წახალისება. „ოქროს ტალღა 2019“ გაიმართება 11 ივნისს, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში.


დაჯილდოების ცერემონიაზე სხვადასხვა ნომინაციაში სულ 15 ჯილდო გაიცემა, მათ შორისაა მთავარი პრიზი, „წლის სიმღერა“. „ხალხის რჩეულის“ ნომინაციაში გამარჯვებულს ინტერნეტით ხმის მიცემის საშუალებით საზოგადოება ირჩევს, დანარჩენ ნომინაციებში გამარჯვებულებს კი ავლენენ კომპეტენტური ჟიურის წევრები რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ მუსიკალურ ხელმძღვანელებთან ერთად სპეციალურად დაწესებული კრიტერიუმების შესაბამისად.


წლევანდელი „ოქროს ტალღა“ ლეგენდარულ ჯგუფ „ქუინს“ ეძღვნება. გალაკონცერტის სპეციალური სტუმარია კანადელი მომღერალი მარკ მარტელი, რომელიც ფრედი მერკურის სიმღერების საუკეთესო შემსრულებლად მიიჩნევა. მარკ მარტელმა 2018 წლის ყველაზე წარმატებული მუსიკალური ფილმის, „ბოჰემური რაფსოდიის“ რამდენიმე კომპოზიცია შეასრულა, მას „ქუინთან“ კიდევ ერთი პროექტი აკავშირებს - „ქუინ ექსტრავაგანზა“, ტურნესთვის ის თავად ჯგუფის წევრებმა შეარჩიეს. „ოქროს ტალღაზე“ მარკ მარტელი „ქუინის“ ყველაზე ცნობილ სიმღერებს შეასრულებს.



„ოქროს ტალღა“ 2014 წლიდან, რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ ორგანიზებით იმართება. მთავარი ჯილდოს, „წლის სიმღერის“ ნომინაციაში გამარჯვებულები, სხვადასხვა დროს გახდნენ ნოდიკო ტატიშვილი და სოფო გელოვანი, ანრი ჯოხაძე, ნიაზ დიასამიძე, სტეფანე მღებრიშვილი და ნოდიკო ტატიშვილი და სალომე ბაკურაძე.


ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთები უკვე იყიდება საიტზე tkt.ge ბილეთების ფასი 20-200 ლარია.


0
7
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
7
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0