x
ჩემი იმედასთან ურთიერთობა ფლირტის საზღვრებს დიდი ხანია გასცდა - დაქორწინდება თუ არა ხატია წერეთელი

image

ფიქრობს, რომ სკანდალს დაგეგმვა არ სჭირდება და თავად იქმნება, ხატიას ეპატაჟური კლიპები ყოველთვის იმსახურებს საზოგადოების ყურადღებას და განხილვადია.

როგორ გაგიცნო მაყურებელმა?

- მაყურებელმა 2005 წელს გამიცნო, მაშინ, როდესაც ჩემი თამამი და იუმორისტული კლიპი გადავიღეთ.

რატომ ხარ სკანდალების მოყვარული?


- სკანდალების მოყვარული არ ვარ, და არც მე ვქმნი რაიმე სკანდალურს. მაყურებელია თავად სკანდალების მოყვარული. ბევრ ქვეყანაში ის, რასაც მე ვქმნი, აურზაურს საერთოდ არ გამოიწვევდა და მისაღები იქნებოდა.

ხატია წერეთელი

რას იტყვი ბოლო კლიპზე, სადაც შეყვარებულთან ერთად გამოჩნდი. როგორ ფიქრობ, რისი ბრალია საზოგადოების შენდამი აგრესია?

- რაც შეეხება ბოლო კლიპს, სადაც ჩემი შეყვარებული გამოვაჩინე, წინასწარ ვიცოდი, რომ დიდი აჟიოტაჟი მოჰყვებოდა, უბრალოდ რატომღაც ჟურნალისტები მარტო აგრესიას ხედავთ და ყურადღების მიღმა გრჩებათ ის კომენტარები, სადაც სითბოს და სიყვარულს გამოხატავენ. სამწუხაროდ, მხოლოდ აგრესიის პიარი გამოგდით. ის, ვინც ძალიან მაბედნიერებს, საზოგადოებისგან ბევრი მიზეზის გამო დავმალე და შემდეგ გამოჩნდა, ეს სიმღერა მას მივუძღვენი და ლოგიკურია, რომ კლიპში თავად უნდა ყოფილიყო . რაღაც ეტაპზე ვეძებეთ კიდეც ტიპაჟი, ვინც ითამაშებდა, მაგრამ ორიგინალთან მიახლოებული ვერ აღმოვაჩინეთ, ამიტომ ჯობდა, რომ ვიდეორგოლში ყოფილიყო რეალური გრძნობა და არა თამაში.

სკანდალური ვიდეოკლიპებით არაერთხელ ყოფილხარ კრიტიკის ობიექტში, როგორ ფიქრობ, სკანდალი მოთხოვნადია?

- მიხარია, რომ მაყურებელს ჩემი ნამუშევარი უყურადღებოდ არ რჩება და 9 კლიპიდან 7 საკმაოდ რეზონანზსული იყო. ნებისმიერი რამ, რაც კრიტიკას, აქტივობას და დაინტერესებას არ გამოიწვევს, მაშინ ტყიუილი შრომა და თაროზე შემოდებული თემაა.

ხატია წერეთელი

როდესაც იმედა ვახტანგიშვილთან ერთად გამოჩნდი, ვენს სასიყვარულო ისტორიას შენ მიმართ დიდი აგრესია მოჰყვა, ამაზე რას ფიქრობ?

- აგრესია, რომელიც ჩემი და იმედას ურთიერთობამ გამოიწვია, ეს მათი სტანდარტული აზროვნების გამოძახილია, ვერ მიხვდნენ რომ გარეთ 21- საუკუნეა და თუ შეიძლება კაცმა ცოლად ცოლად 20 წლით უმცროსი მოიყვანოს , ასევე ქალს შეუძლია იგივე გააკეთოს, თუმცა ჩვენ შორის სხვაობა 13 წელია.

რას აფასებ მამაკაცში?

- მამაკაცის მიმართ ზოგადად ბევრი პრეტენზია მაქვს, უმცა გვერდს ვერ ავუვლი ერთგულება, დაფასებას, საერთო მსოფლმხედველობას. ხელოვანი ადამიანი ვარ, შესაბამისად, ესთეტიც. კაცს მარტო მისი შინაგანი სამყაროს გულსთვის ვერ შევიყვარებ, ასევე მნიშვნელოვანია ფიზიკურობა, ჩაცმის სტილი, მანერებიც და კანის სუნიც.

ხატია წერეთელი

რატომ შეცვალე პასუხი სიმართლის დროში, როდესაც წამყვანმა გკითხა, რომ შვილისხელა ბიჭთან ფლირტი არ გქონია..

- სიცრუის დეტექტორში, რეალურად პასუხი არ შემიცვლია, უბრალოდ კითხვა, რომ მქონია თუ არა შვილის ხელა ბიჭთან ფლირტი, ეს დამაბნევლად დასმული იყო და ვთქვი არა, რადგან ჩემი იმედასთან ურთიერთობა ფლირტის საზღვრებს დიდი ხანია გაცდა.


ვნახე უამრავი კომენტარი, სადაც წერდნენ, რომ იმედა შენთან პიარის და ფულის გამოა, ამაზე რას იტყვი?

- ვიღაცის ბინძურ აზრებს რაც შეეხება და ფიქრობენ, რომ იმედა ჩემთან ფულის გამოა, უბრალოდ ვიტყვი, რომ იმედა ადრეული ასაკიდან შრომობს და ფინანსურად დამოუკიდებელია, ჩემი მას არაფერი სჭირდება,

ვისი იდეა იყო სკანდალური კლიპებისშენთან სექსი მაგარიადაშენი ყველაფერი მინდა“- გადაღება?

- კლიპს რაც შეეხება, როდესაც ჩემი შეყვარებული გამოვაჩინე, წინასწარ ვიცოდი, რომ ამას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვებოდა, კლიპების - "შენთან სექსი მაგარია" და "შენთან ყველაფერი მინდა", ავტორი რეჟისორი თავად ვარ, ისევე როგორც ყველა სხვა ჩემი კლიპების. მიხარია, რომ მაყურებელს ჩემი ნამუშევარი უყურადღებოდ არ რჩება და 9 კლიპიდან 7 საკმაოდ რეზონანზსული იყო . ნებისმიერი რამ, რაც კრიტიკას და დაინტერესებას არ გამოწვევს ტყუილი შრომა და თაროზე შემოდებული თემაა.

ხატია წერეთელი

ბედნიერი ხარ იმედასთან?

-მე არ ვარ ბედნიერი, უბედნიერესი ვარ, ის საოცარი ადამიანია, ზუსტად ისაა, ვისაც ვეყრდნობი.

ქორწილს არ გეგმავთ?რატომ?

- დაქორწინებას არ ვგეგმავთ, რადგან ამის აუცილებლობა არ არსებობს, ისედაც ერთად ვართ, ისედაც ბედნიერები ვართ, ფორმალობა, და "აქანა სწენკას დავდგავ, "- ეს ყოველივე ჩვენში არ ჯდება.

მორიგი სკანდალი რა იქნება?

- გეტყვით, რომ სკანდალებს არ ვგეგმავ, ის თავად იქმნება, მე ეპატაჟური ვარ, მაყურებელს ყოველთვის რაღაც განსხვავებულს ვთავაზობ, რაც იწვევს რეზონანს. ასე რომ, მოსალოდნელია ქარიშხალი.

ავტორი: გურამი არუთინაშვილი

2
670
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:გურამი არუთინაშვილი
გურამი არუთინაშვილი
670
  
2019, 6 მაისი, 15:49
ეს ვინღააააა?????
0 1 2