x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138972
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
12 000 წლის მიწისქვეშა გვირაბები – უძველესი გზა თურქეთიდან შოტლანდიამდე

image


ევროპის მთელი ტერიტორია ათასწლოვანი გვირაბებით არის დასერილი, რომელიც ჩრდ. შოტლანდიიდან იწყება და ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებამდე მიდის. ალბათ, არ მოიძებნება ადამიანი, რომელიც არ დაეთანხმება აზრს, რომ ეს 12000 წლის მიწისქვეშა გზა, ნამდვილად რომ შთამბეჭდავია.

რისთვის აშენებდნენ და რა დანიშნულება ჰქონდა გვირაბებს, ზუსტად ცნობილი არ არის. თუმცა, არსებობს რამდენიმე თეორია, თუ რატომ იყო შექმნილი მიწისქვეშა სისტემა. ერთი ვერსიით, გვირაბები ერთი პუნქტიდან მეორეში, უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის შეიქმნა. იმ პერიოდში ტერიტორიის უდიდესი ნაწილი დაუსახლებელი იყო და მიწისქვეშა გზა საუკეთესო საშუალება იყო მტაცებლებისგან თავის დასაცავად. ამას ისიც ემატებოდა, რომ ხშირი იყო კონფლიქტები და ომები. არსებობს ასევე აზრი, რომ გვირაბი მხოლოდ უსაფრთხო გადაადგილებისთვის კი არა, ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობისთვის და საქონლის მოკლე გზით ტრანსპორტირებისთვის გაიყვანეს.image
გერმანელი არქეოლოგი და ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი ჰენრიხ კუში (Heinrich Kusch) დიდი ხნის მანძილზე სწავლობდა გვირაბებს და კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, წიგნი – «მიწისქვეშა სამყაროს კარიბჭეები» (გერმანულად: Tore zur Unterwelt) დაწერა. მასში ავტორი ამტკიცებს, რომ მსგავსი გვირაბები ევროპის ათობით დასახლების პუნქტთან არსებობდა და ფაქტიურად, ევრაზიის კონტინენტის დას. ნაწილი, ნეოლითის ხანაში, მთლიანად მიწისქვეშა გვირაბებით იყო დასერილი. ამ უზარმაზარ გვირაბებს, ხშირად, უძველეს «გზებსაც» უწოდებენ.

კუშის აზრით, ის ფაქტი, რომ ზოგი გვირაბი დღეს, 12 ათასი წლის შემდეგაც არსებობს, იმის მაჩვენებელია, რომ ეს ნაგებობები კაპიტალური, ურთულესი მიწისქვსშა კომუნიკაციების ნაწილებია.

«მთელს ევროპაში ათასობით ასეთი ნაგებობა იყო. ჩვენ გერმანიაში და ავსტრიაში ასობით მეტრის გვირაბი აღმოვაჩინეთ. მთელს ევროპაში ათასობით მსგავსი გვირაბი იყო — ჩრდ. შოტლანდიიდან – ხმელთაშუა ზღვის სანაპირომდე და იმ დროს, როდესაც ზოგიერთი გვირაბი შედარებით მცირე ზომის, – 1 მ-ზე ცოტა მეტი სიგანისაა, სხვა ადგილებში საკმაოდ ფართოა. გარდა ამისა, არსებობს გვირაბთან მიერთებული იზოლირებული ოთახები და სათავსოები, რომლებიც სავარაუდოდ, თავდაცვის ან ბარგის შესანახი კამერების ფუნქციას ასრულებდა. ყველა გვირაბი ერთმანეთთან არ არის შეერთებული, მაგრამ ეს უდიდესი მიწისქვეშა კომუნიკაციების ქსელია», — წერს გერმანელი არქეოლოგი.


image


მიწისქვეშა გვირაბების არსებობა იმის მტკიცებულებაა, რომ უძველეს დროში ადამიანები იმაზე მეტად განვითარებულ და დახვეწილ ტექნიკას და ტექნოლოგიებს ფლობდნენ, ვიდრე დღეს არის ჩვენთვის ცნობილი.

უძველეს დროში მაღალგანვითარებული ცივილიზაციის არსებობის კიდევ ერთი წარმოუდგენელი მაგალითი კაპადოკია (თურქეთი) და იქ მდებარე 8 იარუსიანი მიწისქვეშა ქალაქი დერინკუიუა (თურ. Derinkuyu — «ღრმა ჭა»).

imageimageimageდერინკუიუს განსაკუთრებულობა იმაშიც მდგომარეობს, რომ ქანები, რომელშიც ნაკვეთი ქალაქი მდებარეობს, ძალიან რბილია. ამიტომ, მისი მშენებლობისას განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა იყო საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთი ცუდად მოქნეული ჩაქუჩის გამო, შეიძლება მთელი ქალაქი ჩაშლილიყო. როგორც ჩანს, მისმა მშენებლებმა კარგად იცოდნენ ქანების თვისებები და შესაბამისი იარაღებიც ჰქონდათ, რადგან დანგრეული სათავსო და ნაშალი მასალა, ჯერ-ჯერობით, აღმოჩენილი არ არის.

დოქტორი კუშის თქმით, სამლოცველოებს, ხშირად, პირდაპირ გვირაბის შესასვლელებთან აშენებდნენ, რადგან კათოლიკურ ეკლესიას გვირაბების წარმართული მემკვიდრეობის ეშინოდა. და შესაძლებელია, ეკლესია უნდა დარწმუნებული ყოფილიყო, რომ ინფორმაცია მიწისქვეშა ნაგებობების შესახებ, საიდუმლოდ იქნებოდა დაცული, ისევე როგორც ბევრი სხვა რამე.imageimage

imageP. S. ოფიციალური მეცნიერების მონაცემებით, კაცობრიობის განვითარების ისტორიაში, 12 000 წლის წინ ე. წ. «ნეოლითის რევოლუცია» დაიწყო, რომელიც რამოდენიმე ათასი წლის მანძილზე გრძელდებოდა. იმ პერიოდიდან მოყოლებული, დიდი ცვლილება მოხდა პირველყოფილი ადამიანის ცხოვრების წესში: ისინი შემგროვებლობიდან სოფლის მეურნეობაზე გადავიდნენ, დაიწყეს ხორბლისა და სიმინდის მოყვანა. ყველაზე საინტერესო ამ ისტორიაში ის არის, რომ იმ კულტურების წინაპრები, რომლის დათესვაც პირველმა მიწათმოქმედებმა დაიწყეს, აღმოჩენილი არ არის. სიმინდი და ხორბალი ერთდროულად გაჩნდა დედამიწის სხვადასხვა რეგიონში.

«რევოლუცია» მოხდა საქართველოშიც, მაგრამ, უფრო მოგვიანებით – V - IV ათასწლეულებში ჩვენს ერამდე. ამიერკავკასიაში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც სოფლის მეურნეობას მისდევდნენ. ხოლო, ჩვენს ერამდე III ათასწლეულში, მტკვარ-არაქსის კულტურა ჩამოყალიბდა. გაგრძელება >>>

და აქ ისმის კითხვა: შეეძლოთ ე. წ. რევოლუციონერებს მიწისქვეშა გვირაბების შექმნა და ამ მასშტაბის პროექტის განხორციელება? და კიდევ, რა საჭირო იყო გვირაბის გაყვანა ცივილიზაციის ხმელთაშუა ზღვისპირა ცენტრიდან, ჩრდილოეთის მიმართულებით, სადაც ოფიციალური მეცნიერების მონაცემებით, ჯერ კიდევ პირველყოფილი ადამიანები ცხოვრობდნენ?

imageimageimageimageimageimageimageimage








0
6610
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
6610
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0