გაზეთ "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი გიორგი გიგაური სოციალური ქსელის საშუალებით ეხმიანება დავით გარეჯში შექმნილ სიტუაციას და შემდეგ სახის სტატუს აქვეყნებს:
"დღეს, მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის ტოლფას კვირაცხოვლობას, ქართველმა ახალგაზრდებმა კილომეტიანი ცოცხალი ჯაჭვი შემოავლეს წმინდა დავითგარეჯის წმინდა ქართულ მიწას!
ეს ჭეშმარიტად საქართველოს ერთიანობის დღესასწაულია - აქ გვერდიგვერდ იდგნენ საგარეჯოელები, თბილისელები, “ქართული მარშის'', “ანტისაოკუპაციო მოძრაობის'' და აბსოლუტურად განსხვავებული პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ძალების წარმომადგენლები!
საქართველო, უპირველეს ყოვლისა!
მოწამეობრივად აღსრულებული წმინდა გარეჯელი ბერების უდიდესი მადლი გფარავდეთ, ქართველებო!
დიდ ხარ, უფალო!..
/გაიზიარეთ და გააზიარეთ!/"- წერს გიორგი გიგაური