სხვა ვინ დაგვიცავს მაშინ, როცა ჩვენი, როგორც მომხმარებელთა უფლებები დაირღვევა? 2019, 5 მაისი, 17:04 ![]() ყველამ მინდა იცოდეთ, რომ კანონი მომხმარებელთა უფლებების შესახებ საქართველოში, ჯერ-ჯერობით არ არსებობს, მაგრამ გვყავს სტრუქტურები, რომლებიც დაიცავენ თქვენს პოზიციას. 1. თუ კი კვების ობიექტზე შეუსაბამობას აღმოაჩენთ, მოიწამლებით, ვადაგასულ პროდუქციას ნახავთ ან ეტიკეტზე არაა სათანადო ინფორმაცია - 15 01 (სეს) 2. სილამაზის სალონში, ესთეტიკურ ცენტრში, თავის მოვლის დაწესებულებაში დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში - 15 05 (ჯანდაცვის ცხელი ხაზის დეპარტამენტი)
3. თქვენი უფლებები დაირღვა ბანკში, ლომბარდში, ვალუტის გადამცვლელ ჯიხურში ან ფინანსურ საკითხთან გაუგებრობა შეგემთხვათ - +995 32 2 411 092 (კრიმინალური პოლიცია)
4. გირეკავენ კომპანიებიდან თაღლითური სქემით, მაგ: "დეშელი", "ლაქშერი კოსმეტიკსი" და ა.შ და თავს არ განებებენ, თან, არ იცით საიდან აქვთ თქვენი ნომერი - +995 32 2 421 000 (პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექცია) 5. ინტერნეტი არ მოგეწოდებათ, ნელია და არ აკმაყოფილებს ხელშეკრულების პირობებს - +995 32 2 399 505 (კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისსის მომხმარებელთა ინტერესების დამცველი) სადმე დაარღვიეს თქვენი, როგორც მომხმარებლის უფლებები? - დარეკეთ და არ დაინდოთ ბიზნესი, რომელიც ჩვენ არ გვცემს პატივს! 12 1-ს მოსწონს
|