რელიგია აღდგომის თანასწორი კვირაცხოვლობის უდიდეს დღესასწაულს გილოცავთ, ქართველებო!– გიორგი გიგაური 2019, 5 მაისი, 8:54 ![]() აღდგომის თანასწორი კვირაცხოვლობის უდიდეს დღესასწაულს გილოცავთ, ქართველებო! აღდგომიდან მერვე დღეს, ისევ კვირა საღამოს, მაცხოვარი კვლავ გამოეცხადა მოწაფეებს, ამჯერად, ურწმუნო თომას თანდასწრებით, უჩვენა მას ჭრილობები და უთხრა თომას, მოსულიყო და ხელით შეხებოდა. თომა მუხლებზე დაეცა, თაყვანი სცა მაცხოვარს და თქვა: “უფალო ჩემო და ღმერთო ჩემო”. იგი პირველი იყო მოწაფეთა შორის, რომელმაც სრულიად აღიარა იესო ქრისტეს ღვთაებრივი ბუნება...
“შენ იხილე და ირწმუნე, თომა, ნეტარ იქნებიან ისინი, ვისაც არ უხილავს და იწამა”,
- უთხრა მკვდრეთით აღმდგარმა იესომ... არასოდეს შეგვეპაროს ეჭვი და ვიწამოთ! მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის თანასწორი კვირაცხოვლობის უდიდესი მადლი შეგვეწიოს! აწ და მარადის, უკუნითი უკუნისამდე! ამინ! - წერს გიორგი გიგაური 108 შეფასება არ არის
|