image
როიტერის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და მისმა ამერიკელმა კოლეგამ დონალდ ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს.
თეთრი სახლის პრეს-სპიკერმა სარა ჰაკაბი სანდერსმა განაცხადა, რომ სახელმწიფოს მეთაურებმა განიხილეს შესაძლო ახალი ბირთვული შეთანხმება შეერთებულ შტატებს, რუსეთსა და ჩინეთს შორის.

სარა ჰაკაბი სანდერსმა აღნიშნა, რომ სატელეფონო საუბრებში შეეხნენ რუსეთზე მიულერის მოხსენების საკითხებს რუსეთზე, ასევე, განიხილეს ჩრდილოეთ კორეასა და ვენესუელაში არსებული ვითარება. კრემლმა დაადასტურა, რომ პუტინსა და ტრამპს შორის საუბარი თითქმის საათნახევარი გაგრძელდა.
რუსეთის ხელისუფლებამ არაერთხელ უარყო ჩარევის ყველა ბრალდება და ხაზი გაუსვა, რომ გამოძიების ინიციატორები ცდილობდნენ, მოსკოვი ჩაეთრიათ სახელმწიფოთა შიდა პოლიტიკურ ბრძოლაში. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი სპეცპროკურორის, მიულერის აღძრულ საქმეს " ნადირობა ჯადოქარზე" და სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობას უწოდა.