x
სასქესო ორგანოს განიავება, სასარგებლო სამედიცინო რჩევა იყო, სამედიცინო წყაროებზე დაყრდნობით
პაატა

თვლის რომ სკანდალი საქართველოში მოთხოვნადია, რატომ ქმნის პროვოკაციულ სიმღერებს, რას ფიქრობს ქართულ დრადიციებზე.

• როგორ გაგიცნო მაყურებელმა?

- თბილისში ვიდრე ჩამოვიდოდი და დედაქალაქის რადიოსადგურებში ან ტელევიზიებში მოხდებოდა წარდგენა რაიონში ვმოღვაწეობდი. ვწერდი სიმღერებს და ვაცნობდი მაყურებელს და მსმენელს მხოლოდ სცენიდან. მოგვიანებით გორში, ტელერადიოკომპანია თრიალეთში მიმიწვიეს სადაც ჩემი საავტორო სიმღერები: „ინანებ“, „ვერ დაგივიწყებ“ და სიმღერების პოპური, დავაპრემიერე, რომელიც შიდა ქართლში გახდა ცნობილი. შემდეგ სწავლა თბილისში სამედიცინო ინსტიტუტში გაცაგრძელე, პარალელურად ერისიონის ბაზაზე ანსამბლ მომავალში ვცეკვავდი, ასევე ვემზადებოდი ვოკალში ბატონ ოთარ ტატიშვილთან და მისი წყალობით მეორე საესტრადო სასწავლებელში ვოკალის განხრით ჩავაბარე. პირველი ვიდეო კლიპი პოპური იყო რომელიც 2005 წელს გადავიღეთ, შემდეგ ამას მოყვა „ბინდისფერია სოფელი“ რამაც დიდი პოპულარობა მომიტანა. კლიპები ტრიალებდა პირველი სტერეოს ეთერში, ხოლო სიმღერები რადიოებში საქართველოს ხმა და რადიო 2 ქართული რადიო. ქალბატონ მანანა ხვედელიძესთან. ასე დაიწყო ეს ამბები!


პაატა

• რატომ ხარ სკანდალური მომღერალი?
- რადგან სიმღერა, ტექსტი და ქორეოგრაფია პროვოკაციულია, სკანდალურია ტექსტები, ირონიის და იუმორის შემცველი. ამას დამატებული იმიჯი, ჩაცმულობა, თხრობის თუ მღერის მანერა და ასე შემდეგ.

• როგორ ფიქრობ საქართველოში სკანდალი მოთხოვნადია?

- ხალხს სეირის ყურება უყვარს, ქვეყანა გლადიატორების არენას ჰგავს. მაყურებელს სანახაობა სურს, ისეიროს, გაგაკრიტიკოს, გლანძღოს, დაგცინოს და გაერთოს კიდეც. თუ ტელევიზიების შოუების რეიტინგებს გადავხედავთ სკანდალი ყველაზე გაყიდვადია. ხშირად წერენ, რომ რატომ მიწვევენ გადაცემებში მე, უსახურს, გაუნათლებელს, უნიჭოს, მაგრამ სახიერს, ნიჭიერს და განათლებულებსაც არ აქვთ დაფასება, სტიგმებით და პარადოქსებით სავსეა ქვეყანა!

პაატა

• როგორ შეიქმნა სიმღერა “ამაღამ შენში" რომელიც დღესაც აქტუალურია.

- სიყვარულის არმია ანუ უნდა შემოვიდე ამაღამ შენში სხვა აზრს და ფაბულას შეიცავდა. იყო დაწერილი პატრიოტული ლექსი, მაგრამ ის სპონტანურად შეიცვალა და გახდა პოპულარული თამამი ფრაზის გამო.

• რატომ აირჩიე მორიგ სკანდალად ეკლიანი გვირგვინი?
- ეს ეკლის გვირგვინი კი არა მავთულხლართია. მავთულხლართი დაბრკოლებაა, ჩატეხილი ხიდია ერებს თუ ადამიანებს შორის. ეს არის სიმბოლო ჩემი და მაყურებელს შორის ბოლო დროინდელი ურთიერთობის. გარდა ამისა ოკუპაცია გრძელდება და თავზე გვადევს ყველას ზურგზეა ეს პრობლემა. ყველამ ისე გაიგო როგორც შეძლო და ინტელექტი ეყო.

• როგორ ფიქრობ საქართველოში სიმღერის ხარისხი უნდა კონტროლდებოდეს?
რატომ?

- სიმღერა ძალიან პიროვნული და ინტიმური საკითხია. ყველა ადამიანს თავისი მუსიკა აქვს და უჟღერს. კრიტიკა ხშირად მიკერძოებულია. ხარისხიან მუსიკას ხარისხიანი მუსიკოსები ქმნიან. მე უხარისხო ვარ და მაკონტროლებენ კიდეც მუსიკის კრიტიკოსების ინსტიტუტი ფაქრიურად აღარ არსებობს ამიტომ ეს, ფუნქცია ხალხმა აიღო თავის თავზე, მაგრამ ხალხი ფანდურით და ტაშაღლარით ირთობს თავს ამიტომ ვერ დავეყრდნობი. გადმოვცემ ისე, როგორც მესმის და მსურს.

• სად იზრდებოდი?
- ხაშურში იქ დავამთავრე სკოლა, გავიზარდე, ვისწავლე ცეკვის საფუძვლები.

• როდესაც კაბა ჩაიცვი, თქვი რომ სასქესო ორგანო უნდა განიავდესო, რასაჭიროა ეს განიავება, თუ მორიგი სკანდალი იყო?

- მაგ კაბას კილტი ჰქვია. სამეფო სამოსსაც კაბა ჰქვია, სტიქაროსანის სამოსსაც კაბა. სილუეტი ყოველშემთხვევაში კაბისაა. კი იყო პროვოკაცია და სასარგებლო სამედიცინო რჩევაც, სამედიცინო წყაროებზე დაყრდნობით!

• როგორ ახერხებ საზოგადოების გაოცებას? გყავს მრჩეველი ამ საკითხში?

- ჩემი ყველა პროფესია ხალხთან ურთიერთობას უკავშირდება-ქორეოგრაფია, სიმღერა, მედიცინა. ვიმუშავე ექიმად. ვიცი რა პრობლემებია ერის წიაღში. ვიცი მათი სუსტი წერტილი სადაა. ყოველთვის შევძლებ გავაოცო, გავაღიზიანო, ვასიამოვნო კიდეც და გავახარო. ვატირო, ვაცინო და დავაფიქრო!

• შენი აზრით რა უნდა შეიცვალოს ქვეყანაში შოუბიზნესის განვითარებისთვის?

- საბჭოური მანქანა მუშაობს ისევ. ხალხი თონიჯების ქარხანასავით უყურებს შიუბიზნესს. ყველა ერთ ქვაბში უნდათ, რომ იხარშებოდნენ. ყველაფერი დრომოჭმული და მოძველებულია. ამიტომაც ორიენტირდა ხალხი უცხოურ ესტრადაზე. მუსიკალური პროგრესი არ მიმდინარეობს.

პაატა

• სხვების აზრი უმნიშვნელოა შენთვის? რატომ?

- ჯერ საინტერესოა ჩემი აზრი და შემდეგ საზოგადოების. ახლა თავისუფალი ვარ ჩიტივით და შემიძლია ვიმღერო რაც მომინდება. სხვებისთვის ჟანრობრივი ცვლილებები საშიშროებას წარმოადგენს. ეშინიათ ბულინგის და იხარშებიან ერთ ქვაბში. მეტი სითამამეა საჭირო, მეტი გამოწვევა. აზრი მაინტერესებს კორექტული სხვა ქარს გატანებული სტატუსები და კომენტარებია!

• რომელ ქართველ კომპოზიტორებს გამოარჩევდი?

- სულხან ცინცაძე, ოთარ ტატიშვილი.

• როგორ შეაფასებ დღევანდელ სატელევიზიო შოუებს?

- ყველა შოუ რეიტინგზე მუშაობს. ყველაფერი ვერ არის ხარისხიანი, მაგრამ არის საინტერესო გადაცემები და არიან კარგი რესპოდენტებიც. ცხოვრება სხვა მიმართულებით ვითარდება, რევოლუცია დაწყებულია და ვეღარაფერი შეაჩერებს!

• ვის მოიყვანდი ცოლად და რატომ?

- ყველას ვინც ჰუმანისტია, პროგრესული, კეთილი ესთეტი და განათლებული. რატომ და ამ ყველაფრის გამო

პაატა

• ქართულ ტრადიციებზე რას იტყვი? მოგწონს?

- მომწონს კულტურული, შემოქმედებითი ტრადიციები, დანარჩენი აღლი ბუღლი ტუღლიკოა

რას გეგმავ სამომავლოდ?
- ბევრი სამომავლო გეგმაა. ჩაიწერა ახალი სიმღერები და მალე გაჟღერდება, ფესტივალები, კონცერტები და პროვოკაციები.

ავტორი: გურამი არუთინაშვილი

ფოტო: არჩილ შუშანაშვილი

0
186
2-ს მოსწონს
ავტორი:გურამი არუთინაშვილი
გურამი არუთინაშვილი
186
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0