ალბათ ბევრს გვინახავს ბავშვობაში მულტფილმი “ბოლტო“.
მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ეს ანიმაცია ნამდვილ ამბავზეა დაფუძნებული. ბოლტო დღეს ამერიკის
შეერთებული შტატების ეროვნული გმირია და მისი ქანდაკება დგას ნიუ ორკის ცენტრალურ პარკში.
ქანდაკებაზე აწერია: “გამძლეობა, ერთგულება, საზრიანობა“. გავიხსენოთ ბოლტოს გმირობის
ისტორია:
![image](/uploads/article_images/small/100401342886913.jpg)
1925 წლის
ზამთარში ალიასკის ქალაქი ნომი მოიცვა დიფტერიის ეპიდემიამ. სასწრაფოდ ვაქცინის ჩამოტანა იყო საჭირო. ერთდაერთი ხელმისაწვდომი საშუალება იყო მეზობელი ქალაქიდან ვაქცინის შემოტანა, რომელიც ასეულობით მილით იყო დაშორებული. ერთადერთ თვითმფრინავს, რომელსაც შეეძლო ვაქცინის
დანიშნულების ადგილამდე მიტანა, ძრავა გაეყინა და მისი გამოყენება ვერ მოხერხდა. ადგილობრივი მოსახლეობის ბევრი განსჯის შემდეგ გადაწყდა მარხილები გამოეყენებინათ. მათ უნდა ჩაეტარებინათ
მარხილებით რბოლა რათა გადაერჩინათ თავიანთი ოჯახები, შვილები. რამდენიმე ათეულმა მემარხილემ და 150მდე ძაღლმა მიიღო მონაწილეობა ამ რბოლაში. ნომი ფაქტობრივად მოწყვეტილი იყო გარე სამყაროს. ტელეგრაფით გადაიცემოდა შეტყობინება: “ნომი იძახებს... დიფტერიის ეპიდემია გვაქვს.... არ გვაქს ვაქცინა“ თუმცა ყველაფერი უშედეგოდ. რამდენიმე მილიონი ვაქცინა
ინახებოდა ქალაქ სიეტლში, მაგრამ დაახლოებით 1 კვირა იქნეობდა საჭირო სანამ ეს ვაქცინები გემით ნომამდე მოაღწევდა. საბედნიეროდ ერთ-ერთმა ექიმმა 300 000 ცალი ვაქცინა აღმოაჩინა ალიასკის სარკინიგზო ჰოსპიტალში. პირველი მემარხილე, რომელმაც ამ ჰოსპიტალამდე მიაღწია იყო ვილიამ შენონი, რომელმაც დაახლოებით 60 მილი ატარა ვაქცინა. შემდგომ ეს წამლები ხელიდან ხელში გადადიოდნენ სხვადასხვა მემარხილეების. საბოლოოდ ვაქცინები აღმოჩნდა ლეონარდ სეპალას ხელში. მან გარისკა და გზის მოსაგებად ყინულზე გადმოიყვანა მარხილი. 80 კილომეტრი ყინულზე მოდიოდა სეპალა თავის ძაღლებთან ერთად. სამწუხაროდ ყინულის დიდი
ნაწილი მოწყდა ნაპირს და რამდენიმე საათის განმავლობაში ზღვაში ტივტივებდნენ. საბედნიეროდ წყალმა ყინული ნაპირზე გამორიყა და ლეონარდს მიეცა საშუალება მშვიდობით აესრულებინა
თავისი მოვალეობა. საბოლოოდ ლეონარდმა მიაღწია შემდგომ მემარხილესთან და ვაქცინები მას გადასცა. ლეონარდის ძაღლს ტოგოს, რომელმაც მრავალჯერ იხსნა განსაცდელისგან ვაქცინები,
ფეხები მოეყინა და გარდაიცვალა. ლეონარდმა ვაქცინები შემდეგ მემარხილეს გუნარ კაასის
გადასცა. ლეონარდო სეპალამ ძაღლებთან ერთად გაიარა 260 მილი.
გუნაარ კასის მარხილს წინ მოუძღვოდა ციმბირული ჰასკი სახელად ბოლტო. საოცარი ქარბუქი იყო, გზის გაგნება შეუძლებელი აღმოჩნდა,
ხილვადობა 0-ის ტოლი იყო. გუნაარ კასი ფაქტობრივად ბოლტოს და მისი კოორდინაციის უნარზე იყო დამოკიდებული. ისეთი სიცივე იყო კასი მარხილის საჭეს ვერ აკონტროლებდა, ყველა თითი
მოყინული ჰქონდა. ერთადერთი იმედი ბოლტო იყო დარჩენილი. ბოლტომაც საოცარი საზრიანობა გამოიჩინა და ვაქცინები უვნებლად ჩაიტანა ქალაქ ნომამდე. მიუხედავად იმისა, რომ სეპალამ და ტოგომ დაფარეს უდიდესი ნაწილი გზის, საბოლოოდ ვაქცინის ჩატანა დანიშნულების ადგილამდე შესძლო გუნარ კაასიმ და ბოლტომ. დღეს ბოლტო ეროვნულ გმირად არის აღიარებული და მისი ქანდაკება დგას ნიუ იორკის ცენტრალურ პარკში.
![image](/uploads/article_images/small/100401342886898.jpg)