x
მეჭიაური ზაქარია ქუცნაშვილზე: "ამ კაცუნას ხელის ბიჭებმა გუშინ ბიუჯეტის ანგარიში არ დაგვიმტკიცეს!"

image

თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური უმრავლესობის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას შემდეგნაირად ეხმაურება:


"და ამ კაცუნას ხელის ბიჭებმა გუშინ ბიუჯეტის ანგარიში არ დაგვიმტკიცეს!
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება თიანეთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დაუმტკიცებლობის შესახებ.

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის და საქართველოს კანონი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 88-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. არ იქნას დამტკიცებული თიანეთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური
ანგარიში.
2. განკარგულება ამოქმედდეს გაცნობისთანავე.
3. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ძალაში შესვლიდან 30 დღის ვადაში სასამართლოში შემდეგ მისამართზე: დ. თიანეთი რუსთაველის ქ.№47
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი სოსო მამულაშვილი"- წერს მეჭიაური "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

0
166
შეფასება არ არის
ავტორი:ელენა18
ელენა18
166
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0