ბულგარელ ნათელმხილველ ვანგას სამკურნალო მოღვაწეობა ბევრ მნიშვნელოვან და ყველასათვის სასარგებლო ინფორმაციებს შეიცავს. ნათელმხილველის დას, ლუბკას, მთელი ენციკლოპედია აქვს შექმნილი დის სამკურნალო საშუალებების შესახებ. ვანგას დისშვილი კი დეიდის სამკურნალო მეთოდებთან დაკავშირებით ერთ-ერთ უცნაურ შემთხვევას იხსენებს:
"ერთხელ, გვიან ღამით, ჩემი კოლაროველი მეგობარი მომადგა. იგი ძმებმა მოიყვანეს. ჩემი მეგობარი უეცრად გაგიჟებულა. ნაჯახისთვის ხელი დაუვლია და ახლობლებს დარევია. მეტად ღონიერი და ფიცხი იყო. ამიტომ ძმებს გაებაწრათ. ავდექი, დეიდაჩემი გავაღვიძე და რჩევა ვკითხე: "ახალი თიხის დოქი იყიდეთ, მდინარის დინების საწინააღმდეგოდ წყლით აავსეთ და ავადმყოფს სამჯერ გადაავლეთ. მერე დოქი უკან გადაისროლეთ გასატეხად, ოღონდ უკან არავინ მოიხედოს!".
ვიფიქრე მდინარე ქალაქის ცენტრში მიედინება, ჩვენი მრავალსართულიანი სახლი კი ყველაზე მაღალ ნაპირზე დგას. სტუმრებთან ერთად მდინარისკენ წავედით და ყველაფერი ისე გავაკეთეთ, როგორც ვანგამ გვასწავლა. კიდევ კარგი გვიანი ღამე იყო, თორემ ჩვენი უცნაური საქციელი ხალხს მეტად საეჭვოდ მოეჩვენებოდა. რაც მთავარია, წყლის გადავლების შემდეგ ჩემი მეგობარი მოდუნდა, მთელი ღამე ეძინა და დილით სავსებით ჯანსაღი გახლდათ".