ბალტიის ზღვის ნახევარკუნძულ რიუგენზე ოდითგან მოიპოვება ქვა (ქარვა). მას ქურუმები ოქროზე
ძვირფასად მიიჩნევდნენ. ჯერ კიდევ ჩვ.წ აღ-მდე იცოდნენ მისი სამკურნალო თვისებების
შესახებ. ჰიპოკრატე მას უნიშნავდა თირკმლების, მუცლის, თავის ტკივილის, მოწამვლის დროს,
აგრეთვე, ჭლექით დაავადებულებს. ქარვა კურნავს ქალურ დაავადებებს. გამა-თერაპევტები(მინერალური
ქვების შემსწავლელი) ამტკიცებენ, რომ ქარვა ანეიტრალებს მფლობელზე უარყოფით ბიოველების
გავლენას.
რეკომენდირებულია მისი ტარება ყელზე-გულის, ქამარზე ან წლზე-ხერხემლის და მუცლის დასაცავად.
ცნობილია ქარვის ზემოქმედება ჩიყვზე, ქარვისგან იღებენ ასევე D ვიტამინს.
ქარვისგან გამოყოფილ ნივთიერებებს ამატებენ საპონს, კბილის პასტას, რევმატიზმის სამკურნალო საგანგებო
დანიშნულების კრემებს.