x
image
_K_
11 უცნაური ფაქტი კიმ ჩენ ინის შესახებ
imageმსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა დიქტატორის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. ის პირად ცხოვრებაზე არ საუბრობს, ოფიციალურ ბიოგრაფიაში კი ბევრი უცნაური რამ უწერია. მასზე ინფორმაციის მოპოვების ერთადერთი გზა ჟურნალისტების დაკვირვებისა და სამხრეთ კორეელი ჯაშუშების მოხსენებების წაკითხვაა.


სტატიაში გთავაზობთ საინტერესო და უცნაურ ფაქტებს თანამედროვე დროის ყველაზე არაპროგნოზირებადი პოლიტიკოსის შესახებ.








1. მისი დაბადების თარიღი უცნობია.

კიმ ჩენ ინი დაიბადა 1982, 1983 ან 1984 წლის 8 იანვარს ან 6 ივლისს. რა საჭიროა ასეთი იდუმალება? ბევრი ფიქრობს, რომ ლიდერს სურს, ასაკით უფროსივით გამოიყურებოდეს, ამიტომაც ოფიციალურ ბიოგრაფიაში დაბადების თარიღად 1982 წელი უწერია. თუმცა, სამხრეთ კორეის სადაზვერვო სამსახურმა დაადგინა, რომ სინამდვილეში ის 2 წლის შემდეგ დაიბადა.

როგორც არ უნდა იყოს, კიმ ჩენ ინი ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ლიდერია მსოფლიოში.


image








2. მისი წარბები უფრო და უფრო მოკლდება.

ფოტოებს თუ შევადარებთ, აშკარად დავინახავთ, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის წარბები დროთა განმავლობაში მოკლდება. ამბობენ, რომ ამით მას სურს, მამამისს - კიმ ჯონგ უნის დაემსგავსოს.

image








3. მისი ბავშვობა იდუმალებითაა მოცული.

ამ კაცს ბავშვობის ფოტოების გასაჯაროვება არ სურდა, თუმცა, 2014 წელს სამხედრო აღლუმზე ეს და სხვა რამდენიმე სურათი გამოქვეყნდა. როგორც ამტკიცებენ, ეს კიმ ჩენ ინის ბავშვობის ფოტოა, მაგრამ დანამდვილებით არავინ იცის.

image








4. ადგილობრივი ბენდისთვის გოგონებს ის თავად ირჩევს.

დიახ, ჩრდილოეთ კორეაში პოპ-მუსიკის ბენდი არსებობს, მაგრამ ის ისეთი ნამდვილად არაა, როგორც სხვა ქვეყნებში. ჩრდილოეთ კორეაში ბენდის მუსიკოსები გრძელ თმას არ ატარებენ, როგორც სხვაგან, ამის მაგივრად მათ სამხედრო ორკესტრი ახლავთ თან. მუსიკალურ ვიდეოებში მათ უნდა აჩვენონ, რა კარგად ცხოვრობს ხალხი ჩრდილოეთ კორეაში.


ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალთა ბენდია “Moranbong”. ამბობენ, რომ ჯგუფისთვის გოგონებს ქვეყნის ლიდერი თავად არჩევს.

image








5. მას რამდენიმე ოფიციალური ტიტული აქვს.

რა თქმა უნდა, მისი მთავარი ტიტულია "კორეის დემოკრატიული რესპუბლიკის, პარტიისა და ხალხის ლიდერი".

და ასევე:

✷"ახალი საწყისი"

✷"ბრილიანტის თანამებრძოლი"

✷"გენიოსი ყველას შორის"

✷"ჩრდილოეთ კორეის მარშალი" (2012 წლიდან)

გარდა ამისა, მას დიპლომი აქვს ფიზიკაში კიმ II-სუნგის უნივერსიტეტიდან და ეკონომიკაში მალაიზიას HELP-ის უნივერსიტეტიდან.

image








6. მან შვეიცარიაში მიიღო განათლება სხვა სახელით.

ბერნის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სკოლაში 1998 წლიდან 2000 წლამდე სწავლობდა სტუდენტი ჩრდილოეთ კორეადან. ის რეგისტრირებული იყო, როგორც საელჩოს წევრი და არ ამბობდა, რა ერქვა სინამდვილეში. ამ ფოტოზე დაყრდნობით რთულია იმის თქმა, ეს სტუდენტი ნამდვილად იყო თუ არა ჩრდილოეთ კორეის მომავალი ლიდერი, მაგრამ მისი ყოფილი თანაჯგუფელები სრულიად დარწმუნებულები არიან, რომ ის კიმ ჩენ ინი იყო. ისინი იხსენებენ, რომ კიმი მხიარული ადამიანი იყო და პოლიტიკაზე მეტად სპორტი აინტერესებდა. ამას გარდა, ის არც ისე კარგად სწავლობდა.

image








7. მას კალათბურთი უყვარს და მეგობრობს დენის როდმანთან.

იგივე სკოლის მეგობრები ირწმუნებიან, რომ ჩრდილოეთ კორეელი სტუდენტი მაიკლ ჯორდანის ფანი იყო. ნამდვილად სიმართლეა, რომ კიმ ჩენს ინს კალათბურთი მოსწონს. 2013 წელს ის დენის როდმანსაც კი შეხვდა და საკუთარი კუნძულიც აჩვენა. ამ ორ ადამიანს შორის რადიკალური განსხვავების მიუხედავად, ისინი მაინც მეგობრები გახდნენ. დენისი ამბობს: "შეიძლება კიმ ჩენ ინი ფსიქოპათია, მაგრამ ეს მე არ შემიმჩნევია".

image








8. ის ყველა ფოტოში იცინის ან იღიმის.

თვალი გადავავლოთ რამდენიმე ფოტოს პოლიტიკოსისას, რომელიც ბევრ ქვეყანას აშინებს. ამ სურათზე ის პაეკტუს მთაზეა.

image




აქ ის საბრძოლო რაკეტას ამოწმებს.

image




აქ კი სტუდენტებთან ერთად რგავს ხეებს.

image


შეიძლება ცოტა უცნაურია, ასეთი სერიოზული ქვეყნის ლიდერი რომ ამდენს იღიმის, მაგრამ ამასაც თავისი მიზეზი აქვს: კიმ ჩენ ინს სურს, მთელ მსოფლიოს აჩვენოს, რომ მის ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა და ხალხი ბედნიერია.







9. მას ჰიპსტერული ვარცხნილობა აქვს.

მისი ვარცხნილობა შეიძლება ცოტათი სასაცილოა, მაგრამ სინამდვილეში ეს სამხედრო სტილია. ასე აქვს თმა შეჭრილი ბრედ პიტს ფილმში Fury და მილიონობით ჰიპსტერს მთელ მსოფლიოში.


დიქტატორის ვარცხნილობა უცნაურად იმიტომ გამოიყურება, რომ არასწორი მიმართულებით ივარცხნის თმას. გარდა ამისა, მისი სახის ფორმასაც არ უხდება. ხმები გავრცელდა, რომ კიმ ჩენ ინი სტილისტებს არ ენდობა და ამიტომ თმასაც თავად იჭრის.

image








10. ის სააბაზანოს არ იყენებს.

ყოველ შემთხვევაში, მის ხალხს ასე სჯერა. მამამისზეც ზუსტად იგივეს ამბობდნენ (შეგიძლიათ, ეს კიმ ჯონგ უნის ბიოგრაფიაში წაიკითხოთ).

image








11. კიმ ჩენ ინი თუ წონაში დაიკლებს, ასეთი იქნება:

Reddit-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა გამხდარი კიმ ჩენ ინის ფოტო გამოაქვეყნა. ხალხის თქმით, წონაში დაკლებული დიქტატორი კიდევ უფრო საშიშად გამოიყურება, ვიდრე მომღიმარი დიდლოყებიანი ლიდერი.

image








ასევე დაგაინტერესებთ:


1. რა განსხვავებაა ჩრდილოეთ კორეასა და სამხრეთ კორეას შორის

image


2. 14 ქვეყანა, რომელსაც განადგურება ემუქრება

image


3. 28 უცნაური რამ, რასაც მხოლოდ აზიაში შეხვდებით

image


0
3459
4-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
3459
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0