x
image
თამილა გურაშვილი
დათანხმდება, თუ არა საქართველო სომხეთიდან საფრთხის შემცველ ბირთვული საწვავის ნარჩენების ტრანზიტს?
image
სომხეთის ატომური ელექტროსადგურის ბირთუ, ლი საწვავის ნარჩენების სამარხში განთავსება საშიშია, არა მარტო სომხეთისთვის, არამედ, მთელი რეგიონისთვის. ტრანსპორტირება კი უფრო საშიშია. - იუწყება სომხეთის გამოცემა 'სპუტნიკში" ეკოლოგი კარინე დანიელიანი.

მანამდე, სომხეთის ენერგეტიკის სამინისტროს კრედიტისა და საგრანტო პროგრამების ხელმძღვანელმა ვარდან მარტიროსიანმა განაცხადა, რომ სომხეთი აპირებს საქართველოსთან მოლაპარაკებების გამართვას გადამუშავებული ბირთვული საწვავის ტრანზიტზე რუსეთში საქართველოს გავლით.

"შენახვა უფრო საშიშია, ვიდრე ტრანსპორტირება. სატრანსპორტო მოძრაობის დროს გარკვეული რისკები არსებობს. ადრე ნარჩენები გაგვქონდა აზერბაიჯანის გავლით, მაგრამ 1990 წლიდან ეს გზა ჩვენთვის დახურულია, საბჭოთა პერიოდში დაბალი დონის და საშუალო დონის რადიოაქტიურ ნარჩენებს ვაგროვებდით და ბირთვული საწვავის ნარჩენები რუსეთში გადაგვქონდა" - განაცხადა დანიელიანმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ბირთვული საწვავი გროვდება ქვესადგურში, ე.წ. სამარხში, რომელიც ასევე საშიშია, არა მხოლოდ სომხეთისთვის, არამედ, მთელი რეგიონისათვის - უფრო საშიში, ვიდრე ტრანზიტი.


სომხეთში ნარჩენების ნეიტრალიზაცია ამჟამად შეუძლებელია, ამიტომაც არის საჭირო მათი ექსპორტირება.

დანიელიანმა აღნიშნა, რომ მთავარი საფრთხე, ტრანსპორტირების დროს, არის საგანგებო შემთხვევები. თუმცა, ამის ალბათობა იმდენად დაბალია, რომ ნარჩენების შენახვა უფრო სარისკოა.

როგორ უნდა მოხდეს ბირთვული საწვავის ნარჩენების გატანა?
არმატომის ინსტიტუტის დირექტორი ბაგრამ პეტროსიანი მიიჩნევს, რომ ბირთვული ნარჩენების ტრანზიტი სრულიად უსაფრთხო პროცედურაა, რომელიც არსებობს საერთაშორისო პრაქტიკაში.

"ტრანსპორტირება აბსოლუტურად უსაფრთხოა, ამისათვის არის სპეციალური კონტეინერები, რომელთაც შეუძლიათ გაუძლონ საგანგებო სიტუაციებსაც კი, რომლებიც ნაკლებად სავარაუდოა." - განაცხადა პეტროსიანმა სომხეთის გამოცემა "სპუტნიკთან საუბარში.

მან ხაზი გაუსვა, რომ ბირთვული ნარჩენების ტრანსპორტირება ვერ მოხერხდება თვითმფრინავით, ამიტომ, ისინი რკინიგზით ტრანსპორტირდება. თუ საქართველოს ხელისუფლება დაეთანხმება მათ ტერიტორიაზე მოხდეს ტრანზიტი, მარშრუტი ასეთი იქნება: ტვირთი ერევნიდან რკინგზის საშუალებით ჩავა ფოთის ნავსადგურამდე, შემდეგ კი ნოვოროსიისკენ, ხოლო იქიდან რკინიგზით ურალისკენ.

საქართველოში მიიჩნევენ, რომ ეს ტრანზიტი არის საშიში.
საქართველოს გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი ნინო ჩხობაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ბირთვული ნარჩენების სატრანსპორტო საშუალებებით ტრანსპორტირება, საქართველოს რელიეფის გათვალისწინებით არის საფრთხისშემცველი და ძალიან საშიში.

ეკოლოგის აზრით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ამ ტვირთის გადაზიდვა ადრე აკრძალული იყო. რადიაციული უსაფრთხოების შესახებ ახალი კანონის მიღების შემდეგ პირდაპირ არ არის დაწერილი კანონში, უფლებას იძლევა საქართველო, თუ კრძალავს ტრანსპორტირებას.

ჩხობაძემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მთავრობა არ დათანხმდება ბირთვული საწვავის ტრანზიტს.

0
438
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
438
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0