მსოფლიო ამერიკელი სომხები ჯავახეთის განვითარებისთვის ფულს აგროვებენ 2019, 1 მაისი, 14:34 აშშ-ში მცხოვრებმა სომხებმა 2 ივნისს გამოაცხადეს ტელემარათონი, რომლის მიზანია ჯავახეთის განვითარებისათვის ფინანსების შეგროვება. ეს ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ლოს-ანჟელეში შეიქმნა ასოციაცია სახელწოდებით "დიასპორიის გაერთიანების პლატფორმა." იდეა მოვიდა აშშ-ს გეოპოლიტიკის კლუბიდან და ზოგიერთი მათგანი შეუერთდა მათ. ტელემარათონის მიზანია, ჯავახეთში არსებული პრობლემების მოგვარება, რომელიც გრძელვადიანი ხასიათის იქნება. იდეა წარმოიშავ, რათა, დაეხმარონ ახალციხეში მცხოვრებ სომხებს, შეინარჩუნონ თავიანთი თვითმყოფადობა და შესაძლებლობები, რათა არ დატოვონ ახალციხე. ისინი შეგროვილი ფულით გახსნიან სპორტულ და კულტურულ ცენტრებს, თუ მეტი თანხა შეიკრიბება, ასევე, დაეხმარებიან სომხებით დასახლებულ სხვა რაიონებს საქართველოში. "ჩვენ გვესმის ჯავახეთის პრობლემების მნიშვნელობა. ჩვენ დიდი ხანია გვინდოდა ფინანსების შეკრება, მაგრამ არ იყო საჭირო ადამიანური რესურსი. ჩვენ, ლოს ანჯელესის სომხურ ორგანიზაციებთან ერთად, ინდივიდუალურად, შევქმენით ორგანიზაცია "დიასპორის გაერთიანების პლატფორმა", რომლის გეგმებიც მოიცავს საქართველოს სომეხ დიასპორათა გაძლიერებას. ჩვენ არ გავაკეთებთ ამას საქართველოს საზიანოდ, ჩვენ ვაკეთებთ ამას სომხურ-ქართული ურთიერთობების გაძლიერების მიზნით. ყველას შეუძლია მონაწილეობა მიიღოს, ვისაც როგორ შეუძლია. ჩვენ მხოლოდ მადლიერნი ვიქნებით. " - ამბობს ტელემარათონის ერთ-ერთი ორგანიზატორი გარეგინ ნალბანდიანი. 384 შეფასება არ არის
|