თანამედროვე გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ორსულობის მეოთხე თვიდან ნაყოფი უკვე აცნობიერებს, რა ხდება
ირგვლივ-გრძნობს, ესმის... რეაგირებს დედის წიაღის შინაგან ცვლილებებსა და გარეგან
გამღიზიანებლებზე. როცა რაღაც არ მოსწონს, ბუზღუნებს და დედის მუცელს ფეხებს ურტყამს.
ამერიკელმა სპეციალისტებმა შექმნეს „ადამიანის ნაყოფის ცნობიერების განვითარების ტაბულა“,
რომლის მიხედვით, ოთხი თვის ფეხმძიმობის შემდეგ:
...ნაყოფს უვითარდება გემოს შეგრძნება და როგორც ყველა ბავშვს, ტკბილეული მოსწონს. მაგალითად,
თუ ნაყოფის წყლებში გლუკოზის შეყვანა აჩქარებს მის ყლაპვით მოძრაობებს, იოდის შეშხაპუნება,
პირიქით, ანელებს და ამ დროს კარგად ჩანს ნაყოფი ზიზღით როგორ იმანჭება. ...ნაყოფი რეაგირებს გარეგან გამღიზიანებელზე. თუ მოეფერებით, ხუთი თვის ნაყოფი თავს აქეთ-იქით
აქნევს, ხოლო თუ მუცელზე ცივ შხაპს შეისხამთ, გაბრაზდება და ფეხების ქნევას დაიწყებს.
ნაყოფი დედასთან ერთად იძინებს და იღვიძებს.
ცნობილია, რომ მოწევა მავნებელია ბავშვის მომავლისთვის და მან ეს ჩანასახშივე იცის. როგორც კი
დედიკოს სიგარეტის მოწევის სურვილი უჩნდება, ნაყოფს გულისცემა უჩქარდება.
...მშობლების ჩხუბი ნაყოფზე ცუდად მოქმედებს. სტრესულმა მდგომარეობამ შეიძლება ნაყოფის დაკარგვა
გამოიწვიოს.
მუცელში ყოფნისას შვილები უსმენენ დედებს, რეაგირებენ მის ხმასა და ინტონაციაზე, როცა ნაყოფს
დედა ან მამა მიმართავს, იგი მშვიდდება.