x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
როგორ გამოიყურებოდნენ 1940 - იან წლებში კანადელი მეძავები - უნიკალური ფოტოარქივი, რომელიც აქამდე არასდროს გინახავთ
image


XX საუკუნის პირველ ნახევარში ჩრდილოეთ ამერიკის სექს - ტურიზმის დედაქალაქად კანადის ქალაქი - მონრეალი ითვლებოდა. ცოტა ხნის წინ, 40 - იანი წლების მსუბუქი ყოფაქცევის ქალების საარქივო ფოტომასალა იქნა აღმოჩენილი, რომლებიც საკუთარ მოვალეობას "პირნათლად" სწორედ იმ ავბედით წლებში ასრულებდნენ, როცა მთელს მსოფლიოში ომი მძვინვარებდა. მონრეალს იმ პერიოდში აღვირახსნილობის ცენტრს უწოდებდნენ. ეს ფაქტი ზოგ ადამიანში ზიზღს იწვევდა, ზოგში კი პირიქით, ქალაქში ჩასვლის პერსპექტივა და ტოტალური მრუშობის ატმოსფეროში ჩაძირვა ბევრ ადამიანს ერთმნიშვნელოვნად ხიბლავდა. ბორდელების და სამორინეების სიუხვემ, მონრეალი მცირე დროში, ეგზოტიკური დასვენების ცენტრად აქცია. 70 - 80 წლის წინანდელი მსუბუქი ყოფაქცევის ქალის სახე დღევანდელი მეძავისგან ძირეულად განსხვავდებოდა, უძველესი პროფესიის წარმომადგენლები ძირითადად, საზოგადოებისგან "მოკვეთილი", 40 - 50 წლის საკმაოდ "გამოცდილი", ხორცსავსე ქალბატონები იყვნენ.


imageimage


მას შემდეგ, რაც 1933 წელს, ამერიკაში "მშრალი კანონი" გაუქმდა, მონრეალმა თავისი უწინდებური ხიბლი მალევე დაკარგა. ამერიკიდან ტურისტების შემოდინებაც საგრძნობლად შემცირდა. 1940 წელს ქალაქის ხელისუფლებამ მონრეალში არსებულ კორუფციასა და უკანონო ბიზნეს აქტიური ბრძოლა გამოუცხადა, რამაც მრავალი მეძავის დაპატიმრება გამოიწვია.


image

ჟანინ ლებრუნი, ბორდელის კანონიერი მფლობელი, იქნა დაპატიმრებული 1940 წელს


ფოტოებზე ნათლად ჩანს თუ როგორ ცდილობდნენ ეს ქალბატონები მოდის ტენდენციებს არ ჩამორჩენოდნენ და 40 - იანი წლების სახასითო შტრიხები - წვრილი წარბები, დახვეული თმები და მკვეთრად შეღებილი ტუჩები საკუთარი გარეგნობისთვისაც მოერგოთ. ფოტოებზე მსუბუქი ყოფაქცევის ქალების გარდა, ცოტა ხნის წინ აღმოჩენილ არქივში, მონრეალის გავლენიანი ბორდელების მფლობელთა ფოტოებიც აღმოჩნდა.


imageimage


1930 წელს ქალაქში დაახლოებით 5 000 ოფიციალურად დარეგისტრირებული მეძავი ფიქსირდებოდა. ამ პერიოდში მათთან გატარებული 2 საათი - ხუთ ამერიკულ დოლარს შეადგენდა, რომლის ექვივალენტი დღესდღეობით 80 - 85 დოლარია.


imageimageimage


1930 წელი - ისტორიაში ერთ - ერთ ყველაზე დეპრესიულ პერიოდად არის ცნობილი, რომელმაც "ხელშეუხებელი" არც კანადა დატოვა. იმ პერიოდის მონრეალში დღეში ორი კლიენტის ყოლა მეძავის კომფორტულ ცხოვრებას სრულებით უზრუნველყოფდა.



imageimage


1940 - იან წლებში პროსტიტუცია მარგინალთა ხვედრი იყო, საზოგადოებისგან "მოკვეთილ" ქალებს სწორედ - ლოთები, ყოფილი პატიმრები, ხეიბრები და ბოჰემის წარმომადგენლები შეადგენდნენ.


imageimageimage

მონრეალის მეძავთა ეს პორტრეტები 1940 - იან წლების დასაწყისში ადგილობრივი პოლიციის კატალოგში მხოლოდ იმ შემთხვევაში ხვდებოდა, თუკი ისინი პროსტიუციასთან დაკავშირებულ რაიმე დანაშაულებრივ ქმედებას სჩადიოდნენ. სწორედ ასე მოხვდა აღნიშნული ფოტოსურათები სამართალდამცველთა ხელში.



image

ლილიან ბრაუნი (იდა კაცი) - იმ პერიოდში სამიდან ერთ- ერთი ყველაზე ცნობილი ბორდელის მფლობელი, იქნა დაპატიმრებული


image

ენი პარკერი, იქნა დაპატიმრებული 1941 წელს




0
660
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
660