შოუბიზნესი ქართველი ქალების თურქი გულთამპყრობელი ჩაღათაი ულუსოი საქართველოში ჩამოდის 2019, 30 აპრილი, 13:42 თურქი მსახიობი ჩაღათაი ულუსოი, რომელიც ქართველ ქალებში დიდი პოპულარობით საგებლობს, საქართველოში ჩამოდის. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მომღერალი ნინი ბადურაშვილი ავრცელებს. როგორც ბადურაშვილი წერს, მსახიობის ვიზიტი ქველმოქმედებას ემსახურება. “ბერი ანდრიას სახელობის ფონდის’’ მხარდასაჭერად და სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად თურქი მსახიობი ჩაგათაი ულუსოი საქართველოში ჩამოდის! 10 მაისს საღამოს 7ის ნახევარზე გეპატიჟებით საქველმოქმედო ვახშამზე რესტორან “ეთნო წისქვილში’’ სადაც გაიმართება კონცერტი ქართველი ცნობილი მომღერლების მონაწილეობით! საღამოდან შემოსული თანხა გადაირიცხება “ბერი ანდრიას სახელობის ფონდის’’ ანგარიშზე! კონცერტში მონაწილეობენ: ლელა წურწუმია, ანრი ჯოხაძე, ნინი ბადურაშვილი, ეკა კახიანი, ქრისტინე იმედაძე ! "- წერს ნინი ბადურაშვილი. ჩაგატაი ულუსოი 1990 წელს, სტამბოლში დაიბადა. მამა წარმოშობით ბულგარელი ჰყავს, დედა კი ბოსნიელი. ასევე ჰყავს ძმა ატალაი. ჩაგატაი ბავშვობაში ძალიან აქტიური იყო. მასწავლებლები მის სამსახიობო კარიერას ჯერ კიდევ სკოლაში წინასწარმეტყველებდნენ - მისი ქარიზმატულობისა და კარგი აღნაგობის გამო. სკოლის დამთავრების შემდგე ჩაგატაი ულუსოი სტამბოლის უნივერსიტეტში ლანდშაპტური არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. აქ კვლავ აგრძელებს სამოდელო კარიერას და პარალელურად ეუფლება სამსახიობო სწავლებას. ჩაგატაი მოდელობას დღესაც აგრძელებს. 2010 წელს "თურქეთის საუკეთესო მოდელი მამაკაცი" გახდა. საქართველოში მას პოპულარობა სერალმა "ძმა" მოუტანა, სადაც ის ერთ-ერთი მთავარი გმირის, სარფის როლს განასახიერებს. 467 1-ს მოსწონს
|