საქართველო დაპირისპირება გრძელდება - "ასეთი ადამიანები მეცნიერებამ უნდა შეისწავლოს" 2019, 29 აპრილი, 13:58 საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნინი ქარსელაძის დედის, ხათუნა ჟორდანიას პოსტს აქვეყნებს და აცხადებს, რომ ის მეცნიერებამ უნდა შეისწავლოს. საქმე ეხება ხათუნა ჟორდანიას ფეისბუქსტატუსს, სადაც მან სააკაშვილის კრიტიკულ პოსტს უპასუხა, მისი შვილის, ნინი ქარსელაძის მისამართით დაწერილს. "ასეთი ადამიანები მეცნიერებამ საგულდაგულოდ უნდა შეისწავლოს. ყვარელში "უსახსრობის" გამო დახურეს საავადმყოფო და ამას შეეწირა ცოტა ხნის წინ ბესო იაშვილის სიცოცხლე. თურმე საკრებულოს მისი გადასარჩენი ფული არ ქონდა და ახლა, არჩევნებზე მხარდაჭერისთვის მადლობის გადასახდელად, იპოვეს"- წერს სააკაშვილი. მანამდე კი ხათუნა ჟორდანიამ მიხეილ სააკაშვილს უპასუხა, , რომელმაც ნინი ქარსელაძის კონცერტისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობის გამო კრიტიკული პოსტი გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში.“არ მინდა ხოლმე, ვინმეს პასუხი გავცე, როდესაც ჩემს შვილს დაუმსახურებლად ლანძღავენ, (თან ამ არაჩვეულებრივ დღესასწაულზე) მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა, უკვე მერამდენედ, ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, მოიცალა და სტატუსი მიუძღვნა ნინის მიშა, მაშინ შენს ხალხს არ უჭირდა, ? როცა შენ, ბიუჯეტიდან მილიარდებს ხარჯავდი შენს გართობაში? თუ დაგავიწყდა-გაგახსენებ იმ ვარსკვლავების სახელებს, რომლებიც გასულ წლებში, შენი მმართველობის პერიოდში სტუმრობდნენ საქართველოს. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი პირველი ცნობილი უცხოელი მომღერალი, ვისი კონცერტიც გამართა, უკრაინელი რუსლანა იყო – 2005 წლის 26 მაისს. “ევროვიზიის” გამარჯვებულმა ჰონორარის სახით 123 000 ლარი მიიღო.
2007 წელს, კოლუმბიელ სუპერვარსკვლავ შაკირას, რიყეზე გამართული კონცერტისთვის სახელმწიფომ მილიონნახევარი დოლარი გადაუხადა.
2007 წლის ივლისში, საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, აჭარის სამკერვალო ფაბრიკაში სტუმრობისას, ფაბრიკის ერთ-ერთი თანამშრომელი ქალის თხოვნა გაითვალისწინა და ბათუმში იტალიელი მომღერალი ტოტო კუტუნიო ჩამოიყვანა, რაც ბათუმის ბიუჯეტს 166 970 ლარი დაუჯდა. უფრო ადრე კი, იმავე წლის 26 მაისს ტოტო კუტუნიოს კონცერტი თბილისშიც გაიმართა.
2010 წელს, ბათუმში კრის დე ბურგის კონცერტი და მისი პირდაპირი ტელეტრანსლაცია 1 683 000 დაჯდა. პლასიდო დომინგოს გალა-კონცერტში კი სახელმწიფომ 737 500 გადაიხადა. ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული, ბათუმში ჩატარებული ანდრეა ბოჩელის კონცერტია – 2010 წლის ახალი წლის ღამეს, ზღვისპირა ქალაქში ჩატარებულ კლასიკური მუსიკის კონცერტში ბიუჯეტიდან დაახლოებით ორი მილიონი დოლარი დაიხარჯა.
2011 წლის 31 დეკემბერს ხულიო იგლესიასის კონცერტი ბათუმის მერიას 300 ათასი დოლარი დაუჯდა.
მართალია, მომღერლების რიცხვში არ შედის, თუმცა “ვარსკვლავურ ხარჯებში” აუცილებლად უნდა აღინიშნოს ჰოლივუდის სექს-სიმბოლოს შერონ სტოუნის თბილისური ვოიაჟიც. 2011 წელს, ფილმის პრემიერაზე მისი ვიზიტი საქართველოს მოსახლეობის ჯიბეს დაახლოებით, ხუთი მილიონი დოლარი დაუჯდა.
კიდევ ბევრ, შენს მიერ გაფლანგულ მილიონებს მოვიძიებდი ინტერნეტში, მაგრამ მეზარება
თურმე კახეთში, დაიგეგმა ნინის და ქუჩის ბიჭების კონცერტი. და ისე ცნობისთვის მეორე წელია ტარდება და ჰონორარი 4999 ლარია, აუф, ეს რა მომხდარა? არ გრცხვენია მაინც, ამხელა აყლაყუდა კაცს? ასე როგორ დაეცი და დამდაბლდი?
მიხეილ სააკაშვილო, გულწრფელად მეცოდები, მარტო, ვინმე ბორჩხაძე, რომ შეგრჩა, ჭკუის დამრიგებლად და ბოლოს- აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავ!”– წერდა ხათუნა ჟორდანია." ამავე თემაზე :ხათუნა ჟორდანია მიშა სააკაშვილს უპირსპირდება -"არ გრცხვენია მაინც, ამხელა აყლაყუდა კაცს?"393 2-ს მოსწონს
|