x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:138989
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512550
"ტროლი"..გართობა, თუ გზა ციხისაკენ?

imageსადაც არ უნდა შეხვიდეთ ყველგან გადააწყდებით ამ ფოტოს..სიმართლე გითხრათ მე უკვე ნერვებს მიშლის, მაგრამ ასე თუ ისე სახალისოა მაინც..მაგრამ ამ კარიკატურის ისტორია არც ისე სახალისოა..მას რამდენადაც ვიცი, მკვლელი ტოვებდა კედელზე, მას შემდეგ რაც პატარა ბავშვებს სიცოცხლეს გამოასალმებდა, თუმცა დღეს დღეობით მან ახალი ფუნქცია შეითვისა..imageტროლინგი ახალი მედიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ხელისშემშლელია. ინტერნეტტროლები მიზანმიმართულად უშლიან ხელს აქტუალურ საკითხებზე დისკუსიების წამოწყებას და ხშირად იყენებენ რა ინტერნეტის მიერ მოტანილ თავისუფლებას, შეურაცხყოფენ სხვა ინტერნეტმომხმარებლებს.



მიუხედავად იმისა, რომ ტროლინგი ზოგჯერ სახალისოცაა და ე.წ ტროლფეისების გამოყენება თითქმის ყველას ახალისებს, დაუფიქრებელმა და არაეთიკურმა ინტერნეტხულიგნობამ შეიძლება ციხეც გამოიწვიოს.

მაგალითად პირველი ტროლი, რომელიც თავისი ქმედებების გამო ციხეში მოხვდა, შონ დაფია. დაფი უმუშევარი ბრიტანელია, რომელის მიერ ფეისბუქის გვერდებისა და იუთუბის დატროლვამ, სასამართლო პროცესი და საბოლოოდ ფლუდერის დაპატიმრება გამოიწვია.

დაფის დანაშაული გარდაცვლილი თინეიჯერების დაცინვაა. მისი პირველი “მსხვერპლი” ნატაშა მაკბრაიდი იყო. ნატაშამ 15 წლის ასაკში მატარებლის რელსებზე მოიკლა თავი. მას მეგობრებმა ფეისბუქ გვერდი გაუხსნეს, სადაც თანაგრძნობის წერილებს ოჯახი მთელი მსოფლიოდან იღებდა. დაფიმ პირველად სწორედ ამ გვერდზე დაწერა “რელსებზე ჩამეძინა, ლოლ”. ამის შემდეგ ტროლმა გახსნა იუთუბ არხი და დამოუკიდებელი ფეისბუქ გვერდი, სადაც ნატაშას თვითმკლელობას ვიდეობითა და სურათებით დასცინოდა.

ტროლმა იგივე საქციელი მეორეჯერაც გაიმეორა, როდესაც ფეისბუქზე ჯოან ბესლის გვერდი გამოჩნდა. ბესლი ავტოკატასტროფაში მოჰყვა, დაფიმ კი მის გვერდზე გააგრძელა დაცინვა, აიღო რა თინეიჯერის სურათი და ფოტოშოპით დაამახინჯა ის. დაფი ამტკიცებდა, რომ სწორედ ასე გამოიყურებოდა ბესლი ავარიის შემდეგ. დაფის მეორე ხულიგნობა უკვე დაუსჯელი არ დარჩინელა და ტროლს სასამართლომ 18 კვირიანი პატიმრობა მიუსაჯა.

შონ დაფი დღეისთვის ერთადერთი ინტერნეტმომხმარებელია, რომელიც ტროლინგისთვის დააპატიმრეს. მისმა პრეცენდენტმა დაადასტურა, რომ სოციალურ ქსელებზე გამოჩენილი “ამრევები” მხოლოდ და მხოლოდ უწყინარი გართობით არ არიან დაკავებულნი. მართალია ტროლინგის და ე.წ ტროლფეისის გამოყენება საქართველოში ძირითადად მეგობრებს შორის ხუმრობას არ სცდება, მაგრამ ბოლო დროს ქართულ ვებშიც გამოჩნდნენ აქტიური ტროლები, რომლებიც მსხვილი კორპორაციების ონლაინ ცხელ ხაზებს დასცინიან.

“ფორუმელები VS ყველა” – ასე ჰქვია ერთ-ერთი ქართველი ფეისბუქ მომხმარებლის ფოტოალბომს, სადააც ის თავს უყრის “ქართული ტროლიზმის საფუძვლებს”. ჯინეტის მომხმარებლების მსხვერპლი ძირითადად საქართველოს ბანკის და სილქნეტის ონლაინ ცხელი ხაზის ოპერატორები არიან, რომლებსაც ტროლები სხვადასხვა სახელით სწერენ.

მაგალითად.

კუკარაჩას დედა (ტროლი) : გამარჯობა

ოპერატორი : გამარჯობა, კუკარაჩას დედა, რით შემიძლია დაგეხმაროთ?

კუკარაჩას დედა : კუკარაჩა მოკლეს და ვერ მანუგეშებთ?

ლიკა (საქართველოს ბანკის ოპერატორი) : გამარჯობა, რით შემიძლია დაგეხმაროთ?

შოთა რუსთავიდან : საფონდო ბირჟაზე ლეკვი ლომისა ისევ სწორია, თუ ნავთობის ფასის ცვლილებამ გავლენა მოახდინა ლეკვის კურსზე?

ინტერნეტში მოქცევის წესებში, რომელიც urbandictionary.com-მა გამოაქვეყნა შეტანილია ასეთი წესი : არასდროს ეკამათო ტროლს, თუკი ეკამათები ესეიგი ის გამარცხებს. მართლაც, თუკი ოდესმე გექნებათ თქვენი სივრცე ინტერნეტში არასდროს ეკამათოთ ტროლს ან უბრალოდ ჩართეთ კომენტარების მოდერაცია...: ))

5
181
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ინფანტა
ინფანტა
181
  
2012, 11 სექტემბერი, 16:09
არა ეს არ აღIშ
2012, 11 სექტემბერი, 0:40
ბოლოს მაგარ იყო კუკარაჩას დედაზე :) მაგ მკვლელზე სტატიას თუ დადებ დიდად მადლობელი დაგრჩები
2012, 11 სექტემბერი, 0:37
აუ რა ცუდი მასტი ვარ, რელსებზე ჩაეძინა ლოლო რო თქვა გამეცინა :(
2012, 22 ივლისი, 9:56
მადლობა..: ))
2012, 22 ივლისი, 1:56
+1. ბრავო,ბრავო
0 1 5