x
image
ელენე გუმა
"მიდით ახლა და იღლიცინეთ ორმოზდარვა!" - ნინო ჯღარკავა სალომე ზურაბიშვილზე

image


ჟურნალისტი, „ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტზე წერს.


როგორც ჯღარკავა ამბობს, პრეზიდენტი ბევრ კაცს რომ ჯობია ისეთია, თავად ჩავიდა დავით-გარეჯში და დადგა ქართველ მესაზღვრეებთან!

"ვამაყობ, რომ სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტია, დიახ ბევრ კაცს რომ ჯობია ისეთი, თავად ჩავიდა დავით-გარეჯში და დადგა ქართველ მესაზღვრეებთან! მიდით ახლა და იღლიცინეთ ორმოზდარვა! სალომე ზურაბიშვილი ჩავიდა სომხეთში და პაშინიანს, მოსთხოვა რომ ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პირებმა აღარ იარონ აფხაზეთში!
სომხეთის პატრიარქს მოსთხოვა ჩვენი ეკლესიების პატივისცემა და ტერიტორიული მთლიანობის აღიარების პრინციპის დაცვა!

მონური პოზიცია არ დაუჭერია ამერიკელებთან მიმართებაში, დაუკავშირდა იმ სამაუწყებლო კომპანიას რომლის ეთერშიც გასულ ფილმში სამხრეთ ოსეთი რუსეთის პროვინციად არის მოხსენიებული და მოსთხოვა შეცდომის გამოსწორება!

ჩავიდა ჰერეთში და მოსთხოვა აზერბაიჯანის ხელისუფლებას პატივი სცენ ქართულ ისტორიულ ძეგლებს და იქ მცხოვრებ ქართველებს!
მკვეთრად დააფიქსირა რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის დემარკაციის პროცესი უნდა დასრულდეს!

მერე ადგა და ჩავიდა დავით გარეჯში!"- წერს ჯრარკავა.

ამავე თემაზე:

"არ დავიღალეთ ხალხო, ამ ბრექით და უსაჯდომო მუქარით?! გარეჯს გვტაცებენ...მე ასეთი წინადადება მაქვს"

5
1163
3-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
1163
  
2019, 30 აპრილი, 7:21
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ლალი გურგენაშვილი-ის კომენტარზე
2019, 29 აპრილი, 23:47
პატივცემულო, თუ თქვენთვის ეს სიტყვა ყველაფრის კარგის ევფემიზმია, წერეთ, რამდენიც გაგეხარდებათ, სადაც გაგეხარდებათ, მე ეგ არ ვინერვიულო)))) მაგრამ შვილო, უხამსი სიტყვებით ქალის შემკობა, ვინც არ უნდა იყოს, არ მგონია კაი ბიჭობა და მომკალი, თუ გინდა, ასეა ეს))))
2019, 29 აპრილი, 18:13
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ლალი გურგენაშვილი-ის კომენტარზე
2019, 29 აპრილი, 1:12
პატივცემულო ინტერმედიის ,,მთავრობავ,,! ასეთ კომენტარებზე, ვგულისხმობ,დაბლა, მარცხენა კუთხეში მიწერილ სიტყვას, რეაქცია არ უნდა გქონდეთ? თუ სიტყვის თავისუფლების ცენზორობის გეშინიათ? ამის ავტორს თავისი გაჭირვება ეყოფა, მიჩვეულია, ალბათ, ტუალეტის კედლებზე წერას და ხატვას, მაგრამ ე, ბიჭო, ტუუუ მაინც დაადეთ...
2019, 28 აპრილი, 9:46
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 5