შოუბიზნესი "ამდენი ღვარძლი სად შეაგროვეთ??? რამ გაგამწარათ ასე??? "- ნინი ქარსელაძის მიმართვა საზოგადოებას 2019, 27 აპრილი, 1:24 მომღერალი ნინი ქარსელაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და იმ ადამიანებს მიმართავს, ვინ ყვარელში მისი კონცერტის შესახებ დამცინავ და უარყოფით კომენტარებს არ იშურებს. როგორც ნინი წერს, კონცერტი, რომელზეც ყევლა საუბრობს 2 წლის წინ დაიგეგმა. მისივე თქმით, ასეთი უზნეო, გაბოროტებული და მდაბიო კომენტარები წინა მთავრობას უცხოელი მომღერლები, რომ ჩამოყავდა და მილიონებს უხდიდა მაშინაც არ ახსოვს. "ქვეყანა, სადაც დავიბადე და გავიზარდე. მიუხედავად ამდენი ტალახის სროლისა და ზღვა აგრესიისა, მაინც ბოლომდე ვცდილობ ადამიანებზე წარმოდგენა არ წამიხდეს. ასეთი დაბოღმილი, აგრესიული და გაბოროტებული ხალხი, ჩემდა სამწუხაროდ არსად არსებობს.... რა თქმა უნდა ძალიან ბევრს არ ვგულისხმობ! დილიდან ყველა სააგენტოს აქვს გაზიარებული, რომ 30 რიცხვში, უკვე მეორე წელია იგეგმება ჩემი და ქუჩის ბიჭების კონცერტი ყვარელში. ამდენი ღვარძლი სად შეაგროვეთ??? როგორ იტევს თქვენი ორგანიზმი??? რამ გაგამწარად ასე??? რაღაც არ მახსოვს თქვენი უზნეო, გაბოროტებული და მდაბიო კომენტარები წინა მთავრობას უცხოელი მომღერლები, რომ ჩამოყავდა და მილიონებს უხდიდა!!!!! გული მტკივა, სამწუხაროა, რომ ამ პატარა ქვეყანაში ამდენი გაბოროტებული და დაბოღმილი ადამიანია. განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო ასე როგორ შეგიძლიათ ქართველებმა ქართველი გაწიროთ?? თქვენი მხარდამჭერები თქვენივე სარკეა. არაფერი გვეშველება P.S. მამა ღმერთი, რომ ჩამოვიდეს ისიც ვეღარ უშველის ამ სიბოროტე" - წერს ნინი ქარსელაძე. ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია სოფელ ახალსოფლის სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით ნინი ქარსელაძის კონცერტის გამართვას გეგმავს, რისთვისაც მომღერალს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 6249 ლარს გადაუხდიან. 580 1-ს მოსწონს
|