x
image
ელენე გუმა
""არ დავიღალეთ ხალხო, ამ ბრექით და უსაჯდომო მუქარით?! გარეჯს გვტაცებენ...მე ასეთი წინადადება მაქვს"
image



ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი შიხიაშვილი დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.


შიხიაშვილი საზოგადოებას მოუწოდებს შეიკრიბონ და თვითონ ჩავიდნენ გარეჯში და "ცოცხალ ფარად აეფარონ სამშობლოს".


"არ დავიღალეთ ხალხო, ამ ბრექით და უსაჯდომო მუქარით?! გარეჯს გვტაცებენ და ფეისბუქზე გინებით "ვაშინებთ" მტაცებელთ?!



მე ასეთი წინადადება მაქვს: აღდგომას მოვილოცოთ, ორშაბათს ჩვენს მიცვალებულთა საფლავებს პატივი მივაგოთ და სამშაბათს, თუ ხელისუფლებას არ ეყოფა ღირსება და ვაჟკაცობა დაძაბულობის განეიტრალების, მაშინ ერის შვილები, ვისაც მამულისთვის გული გვერჩის, შევიკრიბოთ, ჩავიდეთ გარეჯში და ცოცხალ ფარად ავეფაროთ სამშობლოს!
რად უნდა ამას ამდენი ჭიჭყინი სოც.ქსელში?!
წინადადება მაქვს შეკრების ადგილად დავთქვათ რიყე და იქიდან დავიძრათ!


აბა, მეომრებო, ჩოხოსნებო, გულდამწვარო მამულიშვილებო, ქრისტეს რჯულის მცველებო, თამადებო, ფეისბუქის ბლოგერებო, ხელისუფლებაში მოსვლის მსურველო პოლიტიკოსებო..., დავანებოთ თავი ზედმეტ ლაი-ლაის, შევიკრიბოთ და ჩავიდეთ გარეჯში!
კარგად გამოჩნდება რამდენნი ვართ ადამიანები, ვისაც მამულისთვის, ქრისტესათვის მართლა გვიძგერს გული!


აბა, ვინ მოდიხართ?!", -წერს ირაკლი შიხიაშვილი.

0
406
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
406
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0