x
image
მაია 24
ადამიანის სულიერი განვითარებისა და სიჯანსაღის 20 ნიშანი
image


სულიერების მაღალ დონეზე მდგარი ადამიანები სიცოცხლეს, სიკეთეს და ბედნიერებას ასხივებენ. როცა სულიერად ჯანსაღ ადამიანს ხვდები, ამას მაშინვე გრძნობ, მის მიმართ კეთილგანწყობა გეუფლება, მოგწონს მის გვერდით ყოფნა. ეს ადამიანები ბედნიერების მაგნატები არიან, კეთილშობილი და თავისუფალი სულით, რომელთაც აწმყოთი ტკბობა და სიცოცხლით სიხარული შეუძლიათ.


თქვენს ღმერთს ვერავინ შეეხება თქვენ გარდა, იმიტომ რომ გულში გყავთ, ამიტომ საკუთარ გულს უნდა მოუფრთხილდეთ ყველაზე მეტად, მისი იქ ყოფნით უნდა იხაროთ და რაც მთავარია გული არ უნდა დაისვაროთ.


image




თქვენ გინდათ სულიერად ჯანმრთელი ადამიანი იყოთ? აქ სულიერი სიჯანსაღის 20 ნიშანია:


1. თქვენ გიყვართ სიცოცხლე, რადგან თქვენს სულიერ მიზნებს მიჰყვებით.


2. თქვენ გრძნობთ, რომ რასაც აკეთებთ, აკეთებთ სიყვარულით.


3. თქვენ გამოხვედით მსხვერპლის როლიდან, აღარ გეცოდებათ თქვენი თავი და გადაწყვიტეთ თავად გახდეთ საკუთარი ცხოვრების ბედისწერის მწერალი.


image


4. თქვენ გათავისუფლდით მძაფრი ემოციებისგან, ჭექა ქუხილი და შტორმი დამთავრდა და ახლა რბილი და სასიამოვნო ტალღები გეთამაშებიან მოწმენდილი ცის ქვეშ. ეს სულიერი სიმშვიდეა. როგორც კი სხვის განსჯას იწყებთ მაშინვე აცნობიერებთ, რომ ეს განსჯა თქვენი საკუთარი თავიდან არის განპირობებული.


5. თქვენ არ გეშინიათ არასწორი გადაწყვეტილების მიღების, რადგან იცით, რომ რაც უნდა მოხდეს, ეს თქვენი სულიერი გაკვეთილი იქნება.


6. თქვენ ხვდებით, რომ ბედნიერება და თავისუფლება გარემო პირობებზე დამოკიდებული განყენებული ცნებები კი არა ხასიათის თვისებებია, რომელიც უნდა განივითარო.


7. თქვენ თავისუფლად მოქმედებთ და თავისუფლად საუბრობთ, რადგან აღარ გეშინიათ განსჯის, აღარ გეშინიათ იყოთ ის, ვინც ხართ.


image


8. თქვენ საკუთარი თავის სრულყოფილი გამოხატულება ხართ.


9. თქვენ მოგწონთ სიჩუმე და საკუთარ თავთან ყოფნა და როცა დღეს ისე გადის, რომ განმარტოებას ვერ ახერხებთ, გაქვთ შეგრძნება, რომ რაღაც გაკლიათ.


10. თქვენ გყოფნით ძალა გაწყვიტოთ უსარგებლო კავშირები, ან კავშირები, რომლებიც გწამლავენ, რადგან იცით, რომ ამ ადამიანებმა უკვე შეასრულეს თავიანთ მისია თქვენს ცხოვრებაში და ახლა უნდა გაუშვათ.


11. თქვენ არასოდეს არ გრძნობთ თავს მარტოდ და პირიქით, ძალიან მოგწონთ მარტოობა.


12. თქვენ ამჩნევთ დეტალებს, ფერებს, გემოს, სილამაზეს და შეგიძლიათ ამ მშვენიერებით ტკბობა და ასეთი რამეებით სიხარული.


image


13. თქვენ შეგიძლიათ ბედნიერება განიცადოთ მაშინაც, როცა ფანჯარას აღებთ და ფილტვებს სუფთა ჰაერით ივსებთ, როცა მზის ამოსვლას, ან ჩასვლას უცქერით, როცა ხედავთ ხეებს, სიმწვანეს და სარკეში საკუთარ გაღიმებულ სახეს…


14. თქვენ საკუთარ სურვილებს, მოთხოვნილებებს თავისუფლად გამოხატავთ, არასოდეს მერყეობთ და ყოველთვის ბევრს ოცნებობთ.


15. თქვენ არ გრძნობთ არავის წინაშე ვალდებულებას, რომ თქვენი ცხოვრების წესები განუმარტოთ მათ, ან ურჩიოთ თქვენ მოგბაძონ, რადგან გესმით, შესაძლოა ცხოვრების ეს წესი თქვენ შემთხვევაში კარგად მუშაობდეს, მათ კი არაფერში გამოადგეთ.


16. თქვენ ახერხებთ მთელი დღის 25 პროცენტი მაინც იცხოვროთ აწმყოთი, ამ მომენტით და ეს სიხარულს განიჭებთ.


image


17. თქვენ არ გეპარებათ ეჭვი საკუთარ თავში, რადგან უსმენთ შინაგან ხმას და იცით, რომ ის არასოდეს ცდება.


18. თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ ცხოვრება ყოველთვის თქვენკენაა, თქვენ წინააღმდეგ კი არა და ყველაფერი, რაც ხდება, მხოლოდ იმისთვის, რომ რაღაც ახლის სწავლის შესაძლებლობები მოგეცეთ.


19. თქვენ ყოველდღე ხელახლა გიყვარდებათ ადამიანები, თქვენი მეგობრები, კოლეგები, თქვენი სამსახური… თქვენ გამუდმებით შეყვარებული ხართ ყველაზე და ყველაფერზე.


image


20. თქვენ იწყებთ დღეს კეთილი განზრახვებით და ამთავრებთ მადლიერებით.

0
2478
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
2478
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0