სხვა ანტარქტიდაზე უედელის ზღვაში ათასობით საიმპერატორო პინგვინი ჩაიძირა 2019, 25 აპრილი, 17:09 პინგვინები, გარდა იმისა, რომ ყველაზე საინტერესო და საყვარელი ფრინველები არიან, თავისებური ურთიერთობებითაც გამოირჩევიან. ისინი დღეში ერთხელ მაინც იღიმიან და რამდენჯერმე გამოსცემენ სპეციალურ ხმოვან სიგნალს, რომელიც მეცნიერებმა ასე გაშიფრეს – მე შენ მიყვარხარ ! გასაჭირში კი ერთმანეთს არასოდეს ტოვებენ. ძლიერ ყინვაში პინგვინები ერთად ჯგუფდებიან და ათბობენ თავიანთ ნაშიერებს. ანტარქტიდაზე უედელის ზღვაში კი საშინელი ფაქტი მოხდა. ათასობით საიმპერატორო პინგვინი ჩაიძირა, როდესაც ზღვის ყინული, რომელზეც ისინი ბინადრობდნენ მოულოდნელად დაიშალა.
ამის შესახებ ინფორმაცია BBC გაავრცელა.
მეცნიერები აცხადებენ, რომ ყინულოვანი შელფის კოლონა მთლიანად ჩაიძირა და სამწუხაროდ პოპულაციის აღდგენა ვეღარ მოხერხდება.
ეს თემა ექსპერტებაც განიხილეს და მათი დასკვნით, მის გამრავლებაზე მუშაობას ამ ეტაპზე აზრი არ აქვს, რადგან გიგანტური აისბერგი რამდენიმე ხანში მთლიანად გაანადგურებს ტერიტორიას. 279 შეფასება არ არის
|