x
image
ელენე გუმა
აირჩიეთ სააღდგომო კვერცხი და გაიგეთ ყველაფერი თქვენი ხასიათის შესახებ
image


აირჩიეთ სურათზე გამოსახული სააღდგომო კვერცხებიდან ერთ-ერთი და წაიკითხეთ ყველაფერი თქვენი ხასიათის შესახებ.


პირველი კვერცხი


თქვენი ხასიათის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ ცდილობთ ყოველთვის იყოთ პოზიტიური. თქვენ მუდმივად თვითგანვითარების საშუალებებს ეძებთ. თქვენი გაოცება ძნელია და ნებისმიერ კამათში საკუთარი აზრის დაცვა შეგიძლიათ. თქვენი ჭიქა ყოველთვის „ნახევრად სავსეა“.


ცხოვრებისადმი ასეთი მიდგომა არამხოლოდ თქვენს ხასიათს აკაჟებს, არამედ თქვენგან ქმნის საუკეთესო მეგობარს, რომელსაც შეუძლია ენდნენ თქვენი მეგობრები ნებისმიერ სიტუაციაში. თქვენი კომუნიკაბელური ადამიანი ხართ და მუდმივად კარგი ადამიანების გარემოცვაში იმყოფებით.


მეორე კვერცხი

თქვენთვის ორი მნიშვნელოვანი რამ არსებობს: პირადი სივრცე და ახლობლების თქვენდამი პატივისცემა.


თქვენ აფასებთ პატიოსნებასა და სიკეთეს და ყოველთვის მზად ხართ მეგობრების მხარდასაჭერად.

ასეთი თვისებებით უნდა ერიდოთ მათ, ვინც საკუთარი გამორჩენის მიზნით თქვენს გამოყენებას შეეცდება. ამისთვის საკუთარ მეექვსე გრძნობას უნდა ენდოთ.


მესამე კვერცხი


ჭკვიანი, ცნობისმოყვარე და მამაცი ადამიანი ხართ. გიყვართ მოგზაურობა და თავგადასავლები.

პატიოსანი და ღია ადამიანი ხართ, რომელსაც საკუთარი აზრის გამოთქმის არ ეშინია.


დაბადებიდან ლიდერობის და ხელმძღვანელობსი ნიჭით ხართ დაჯილდოვებული. ადამიანები გარკვეულწილად სწორსა და მცდარზე თქვენს მსჯელობას უგდებენ ყურს.


მეოთხე კვერცხი


თქვენი პიროვნების გამორჩეული თვისებაა უსასრულო ენერგია და მოუსვენრობა. თქვენ ერთდროულად რამდენიმე იდეა გაწუხებთ. ყოველთვის მზად ხართ, ახალი დაბრკოლებებისთვის, რათა ახალი გამოწვევები მიიღოთ.


თქვენ გიყვართ სიცოცხლე და ცდილობთ, სისხლსავსე ცხოვრებით იცხოვროთ, რაც თქვენ დიდი მიზნების მქონე ადამიანად გაქცევთ. ოღონდ დრო და დრო შესვენება არ გაწყენდათ.


მეხუთე კვერცხი


თქვენ გაქვთ შესანიშნავი უნარი და სურვილი სხვებს დაეხმაროთ პრობლემების მოგვარებაში.

თქვენ გიყვართ სხვების დახმარება, რის გამოც ზოგჯერ შეიძლება ვიფიქროთ, რომ გმირის კომპლექსი გაწუხებთ.


თქვენ სხვების ცხოვრებაში სინათლის სხივი ბრძანდებით. ჭკვიანი ადამიანი ხართ, თუმცა საკუთარი აზრების სხვებისთვის გაზიარებას არ ჩქარობთ.


მეექვსე კვერცხი

ადამაინები, რომლებიც ამ კვერცხ ირჩევენ, როგორც წესი, მხიარულები და ხალისიანები არიან.

თქვენ ცხოვრების ყოველი წვრილმანი გახარებთ. თქვენს გზაზე ყოველი წინაღობა რაიმე ახლის შესწავლის მიზეზი ხდება.


კონსტრუქციული კრიტიკის არ გეშინიათ და ყველაფრის მიუხედავად ყოველთვის მხიარული რჩებით. ყველას საიმედო და სანდო ადამიანად მიაჩნიხართ.


მეშვიდე კვერცხი


ახალი იდეები ადვილად გიტაცებთ და ყოველთვის მზად ხართ, დამატებითი ნაბიჯი გადადგათ, რათა მათ ჩაეჭიდოთ. თუმცა ზოგჯერ ეს ნაბიჯები უფრო მეტი გამოდის, ვიდრე თქვენ ფიქრობდით.


სინამდვილეში ერთი ცხოვრება საკმარისი არაა ყველა მიზნის მისაღწევად. ამიტომაც მიზნებს შორის არჩევანის გაკეთება მოგიწევთ.


სხვებისთვის თქვენ ენერგიული და ბეჯითი ადამიანი ბრძანდებით, რომელიც არასდროს არ ნებდება. თქვენ დადებით გავლენას ახდენთ გარშემომყოფებზე.


მერვე კვერცხი


თქვენი დიდი მოთმინების ყველას შურს. თქვენში ბოროტება ვერ იბუდებს და თქვენი მოთმინებიდან გამოყვანა ძალიან ძნელია. ძალიან მომწიფებული ადამიანი ბრძანდებით.

ყოველი მორიგი შემთხვევის დროს კარგად ფიქრობთ და შეცდომების თავიდან არიდებას ცდილობთ.


მართალია, თქვენთვის სიყვარული და ზოგადად გრძნობები ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ისინი თქვენს გონებას და ინტელექტს ყოველთვის გზას უთმობენ.

0
283
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
283
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0