რელიგია სრულიად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დიდ ხუთშაბათს აღნიშნავს 2019, 25 აპრილი, 14:50
დილის ცხრა საათიდან სრულიად საქართველოში აღევლინა დიდი ხუთშაბათის ლიტურგია.მათ შორის საქართველოს სამების ტაძარში, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია II-ემ აღავლინა.საღვთო ლიტურგიის შემდეგ კი ''ფერხთ ბანვის'' ლიტურგია შესრულდა.პატრიარქმა ილია II-ემ 12 მღვდელს ფეხი დაბანა.ეს ტრადიცია სახარების დროინდელი ეპიზოდის სიმბოლური განმეორებაა, რომელის მიხედვითაც მაცხოვარმა თავის თორმეტ მოწაფეებს “ფერხი დაბანა'' სიმდაბლის ნიშნად. დიდი ხუთშაბათის კიდევ ერთი მსახურება ''თორმეტი სახარების'' წაკითხვა გახლავთ საიდანაც მაცხოვრის შეპყრობის, წამების და ჯვარცმის ეპიზოდებს წაიკითხავენ.მრევლი ღვთის მსახურებას ანთებული სანთლებით ესწრება, რომელიც მსახურების შემდეგ სახლში მიაქვთ.სამების ტაძარში ''თორმეტი სახარების ''კითხვა საღამოს შვიდ საათზე დაიწყება. 3 2-ს მოსწონს
|