სხვა ყველაზე შემზარავი, მაგრამ ყველაზე ეფექტური ციხეები მსოფლიოში იაპონური ციხეებია 2019, 25 აპრილი, 16:43 ![]() განვითარებული ქვეყნისთვის წარმოუდგენელი და მოულოდნელი წესები. აქ ყოველთვის სისუფთავეა, არ ხდება აჯანყება, არეულობა და კარცერიც კი არ არსებობს. მსჯავრდებულები კი არიან წყნარად, როგორც თაგვები. მიუხედავად ამისა, ადამიანის უფლებათა დამცველები იაპონურ ციხეებს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საშინელ ციხეებს უწოდებენ . არა საშიშ, არა სახიფათო, არამედ შემზარავ ციხეებს! და, რა ხდება იქ ასეთი?![]() Gaijinass იაპონელები ციხის რეჟიმისგან განსაკუთრებულ საიდუმლოს არ ქმნიან. უბრალოდ, საერთოდ ცოტას თუ სურს დააყენოს მოცემული საკითხი. როგორ უნდა აიხსნას ის, რომ ადამიანი გისოსებს მიღმა მკვეთრად კარგავს უფლებებს და გაღიმებაც კი მკაცრად განსაზღვრული სახითაა? უმჯობესია, რა თქმა უნდა, საერთოდ თუ არ აწევს თვალებს, არ ისაუბრებს, არაფერს მოითხოვს. ყველაფერი ეს აკრძალულია.
არავითარი ნება-სურვილის ხსენება არაა, პატიმრებს სპეციალურად აიძულებენ გააკეთონ ერთი და იგივე, ხშირად უაზრო მოქმედებები. მაგალითად, დაკეცონ ქაღალდი რამდენიმე ფენად, რათა შემდეგ ისევ გაშალონ.
როგორ იარონ, სად იარონ, როდის გაიარონ - ყველაფერზე რეგლამენტია დაწესებული, ასე რომ ინიციატივა და ტვინის მუშაობა ფუჭად იკარგება.![]() Getty Images სეიდზა - ტრადიციული იაპონური ჯდომის პოზაა მოხრილი ფეხებზე, მაგრამ ციხეში ამას საათობით აიძულებენ. კუნთები და მყესები ატროფირდება, ხოლო ადგომის მცდელობისას მცველის ხელჯოხი არ ასცდება. ისინი, ვინც ამ დასჯის ქვეშ ხვდება, ნამცეცა ოთახში ხვდებიან ასეთი პოზით მთელი დღე.
ამიტომ მათ საჯდომზე კვალი რჩებათ სისხლჩაქცევის. იშვიათობას არ წარმოადგენს შემთხვევები, როდესაც მსჯავრდებულები სუიციდს მიმართავენ - რატომ ეფოფინონ იმედს და იტანჯონ?
ციხეში მედიცინა მკაცრად ნომინალურია: აქ არავის სურს სამუშაოდ წამოსვლა, ხოლო ადგილობრივი ექიმები არ არიან პაციენტებისთვის რამის გაკეთების სურვილით ანთებულები. თითქმის ყველა ციხეში არ არის გათბობა ენერგიის ეკონომიის მიზნით, მსჯავრდებულებს არ აქვთ თბილი ტანსაცმელი და საბანი. დაავადებებს არავიან არ კურნავს ნორმალურად. არ არის ეპიდემია და ძალიან კარგი, ხელმძღვანელობა მშვიდადაა, რამდენიმე მოყინვა კი... რა შესაცოდებლები ისინი არიან? მსჯავრდებულებს კეთილმოწყობა არ ეკუთვნით და კიდევ, ძილი შეუძლიათ მხოლოდ ზურგზე, გაშლილი ხელ- ფეხით. შეიცვლის პოზას - მიიღებს მცველის პანღურს.![]() SFGate მათ, ვისაც სიკვდილი მიესაჯა, არასოდეს იცის აღსრულების თარიღი. მათთვის სიკვდილის მოლოდინი პირდაპირი გაგებით თავად სიკვდილზე საშინელი ხდება. ეს მოლოდინი ხომ შეიძლება წლობით გაგრძელდეს და ყოველ დილით არ იცის, რას მოუტანს საკნის გაღებული კარი. სიკვდილმისჯილები მარტოობაში ატარებენ ამ მოლოდინს.
არავითარი კონტაქტური პაემანი იქ არაა: არ შეიძლება ახლობელ ადამიანზე ხელის ჩამორთმევა ან კოცნა - მხოლოდ საუბარი შუშის კედელს იქით და არა უმეტეს ნახევარი საათისა. უბრალოდ ისე პაემნის დანიშვნა, არარეალურია, პირთა სია, რომელთაც შეუძლიათ მსჯავრდებულის ნახვა, თანხმდება ადვოკატთან და ოჯახის წევრებთან. რიგით იაპონელებს საშინლად ეშინიათ თავიანთი ციხეების და მზად არიან ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ იქ არ მოხვდნენ, რადგან ხშირად ბილეთი მხოლოდ ერთი მიმართულებითაა. შესაძლოა სწორედ ამიტომ, იაპონიაში ერთ სულ მოსახლეზე მსჯავრდებულის რაოდენობის ყველაზე დაბალი პროცენტია. და დანაშაულების მაჩვენებლი დაბალია.
მაგრამ რის ფასად?![]() იხილეთ ასევე:
1454 8-ს მოსწონს
|