x
image
ელენე გუმა
"რას ატყუებთ ამ ხალხს რომ მეტრო უსაფრთხოა, ხალხი მგზავრობს საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად!"
image

სატრანსპორტო დარგის ექსპერტი დავით მესხიშვილი, თბილისის მეტროპოლიტენში არსებულ მდგომარეობას ეხმაურება .


როგორც მესხიშვილი წერს, თბილისის მეტროში საგანგაშო მდგომარეობაა.


"დღეს მეტრო კვლავ გაჩერდა, ვინ მოთვლის მერამდენედ. ან მოკლე ჩართვაა, ან კაბელები ზიანდება, ან რელსების პრობლემაა, ან წყალი ჩამოდის, ან ხიდებზე ბზარები ჩნდება, ან ესკალატორები ითიშება....


ჰოდა, როცა დედაქალაქში მეტრო პრაქტიკულად აღარ გვაქვს, რა მიწისზედა მეტროზე საუბრობთ მერიაში?! რა სამგორი-ლილოს მიმართულება უნდა გააკეთოთ?! ან ვინ გითხრათ, რომ სამგორი-ლილოს მიმართულების განვითარებაა პრიორიტეტი ქალაქისთვის და არა დიდი დიღმის! თავზე დაგვენგრა რაც არის ის. პირდაპირი გაგებით ჩამონგრეულია მეტრო. ხალხი მგზავრობს საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად!

მიწისზედა მეტროს 90 მილიონი დოლარით, მოახდინეთ არსებულის რეაბილიტაცია!!! ვინმე დარჩით ტრანსპორტის სამსახურში, ვინც საღად აფასებთ შექმნილ კრიზისულ ვითარებას?! რას ატყუებთ ამ ხალხს რომ მეტრო უსაფრთხოა. ყოველდღე, მეტროს ავარიული გაჩერება უსაფრთხოებაა? ხვდებით რომ შეიძლება ადამიანები შეეწირნონ თქვენს გულგრილობას?!" - წერს მესხიშვილი.

0
183
2-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
183
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0