ქალი და მამაკაცი 10 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა გაებათ იურისტთან ურთიერთობაში 2019, 23 აპრილი, 17:24 იურისტები ყველაზე მახვილგონიერი და სხარტი აზროვნების ადამიანები არიან. მათი მოტყუება ადვილი არ არის. ისინი სიცრუეზე წივილი-კივილით და დებოშის მოწყობით სულაც არ რეაგირებენ. ჩუმად, წყნარად გამოაქვთ თქვენთვის განაჩენი.
ამ ტიპის ადამიანების იუმორი განსხვავებულია. უპრატესობას სარკაზმს ანიჭებენ და შავ იუმორზე მეტად რეაგირებენ, ვიდრე ეგ. წ. ანეკდოტებზე.
თუ იურისტი შეგიყვარდათ თქვენი ცხოვრება უინტერესო არასდროს იქნება, თუმცა არც მარტივი.
აი, ის 10 მიზეზი თუ რატომ არ უნდა გაებათ იურისტან ურთიერთობაში:
1. საკმარისია ერთხელ მაინც გნახონ, არასდროს დაგივიწყებენ, რადგან იურისტებს საუკეთესო მეხსიერება აქვთ. ხანდახან თითქოს სულაც არ გიცქერენ, თუმცა თქვენი სახის ისეთი დეტალები აქვთ შემჩნეული, თავადაც რომ ვერ წარმოიდგენდით. 2. მათ იციან თქვენი უფლებები. ამდენად, მათი მხრიდან სამართლიანი მოქცევა გარანტირებული გაქვთ, თუმცა იციან საკუთარიც და მათ არასდროს არავის შეალახინებენ - არც თქვენ. 3. ისინი დაგიცავენ, მაშინაც კი როდესაც არ ხართ მართალი. ეს ერთი მხრივ კარგიც არის და ცუდიც. შეცდომების გამო ხშირად ზურგს ბევრი ადამიანი გაქცევთ - ის კი თქვენს გვერდით არის . თავად თუ ამართლებენ თქვენს საქციელს? - აი, ამას კი ვერსადროს გამოიცნობთ. 4. მათ შეუძლიათ თქვენს გამო გვიანობამდე იყვნენ ფხიზლად. ზოგადად იურისტები გვიანობამდე არ იძინებენ. ფიქრი, განსჯა, გეგმის დასახვა ღამე ხომ უფრო ადვილია. თქვენ კი შეგიძლიათ მშვიდად დაიძინოთ. მაგრამ მათ გარეშე . 5. შეუძლიათ გაგიწიონ უფასო იურიდიული კონსულტაცია . საქმეზე საუბრისას გსურთ იგრძნოთ, რომ მათთვის კლიენტზე ოდნავ მეტი ხართ? მხოლოდ საქმე ბატონებო და ქალბატონებო! მხოლოდ საქმე!... 6. ისინი ყოველთვის ხვდებიან, რისი მოსმენაც გსურთ, თუმცა ისიც იციან, რომ დუმილის უფლება ოქროს უფლებაა უფლებათა შორის. 7. მათ იციან საკუთარი შრომის საფასური, მაშინაც კი როდესაც უფასოდ გემსახურებიან. 8. მათ ყოველთვის აქვთ ა, ბ, გ და ა.შ. გეგმა თუ როგორ მოაგვარონ პრობლემები და გაუგებრობები, მათ შორის ის პრობლემაც, რომელსაც თქვენ შეუქმნით. 9. მოლაპარაკებების წარმოების დიდებული უნარი აქვთ. დიპლომატია მათი სავიზიტო ბარათია. 10. ისინი ბუნებით თან დაყოლილ მახვილ მზერას და სხარტ პასუხებს საკმაოდ კარგად იყენებენ. განა სწორედ ამით არ მოახერხეს თქვენი დატყვევება? ხო ! ისინი ! იურისტები! მათი სიყვარული საინტერესო, მიმზიდველი და მაცდურია ... თუმცა არა მარტივი! გარისკეთ თუ კი სირთულეები გიზიდავთ. 163 შეფასება არ არის
|