რელიგია აფეთქების დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე: მოღიმარი ბავშვები საკვირაო სკოლაში მსახურებისას, 28 ადამიანი დაიღუპა, აქედან 14 ბავშვი 2019, 23 აპრილი, 16:05 ხელები მაღლა აწეული და ღიმილი ყველგან. ეს სურათი გადაღებულია საკვირაო სკოლაში მსახურებისას, ბატიკალოაში, სიონის ეკლესიაში ერთი საათით ადრე, სანამ ისლამისტი ტერორისტი თავს აიფეთქებდა და 28 ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავდა.
სიონის ეკლესიის პასტორი, მამა ტირუ კუმარანი ემზადებოდა საკვირაო ქადაგებისთვის, როდესაც ის შეხვდა ადამიანს, რომელიც სავარაუდოდ თვითმკვლელი ტერორისტი იყო.
მან განაცხადა: " ჩვენთან ბევრი სხვადასხვა რწმენის ადამიანი მოდის, ამიტომ ისიც შემოვიპატიჟე ტაძარში. მაგრამ მან თქვა, რომ მეგობრის ზარს ელოდებოდა და მალე დატოვებდა ტერიტორიას. მას ზურგჩანთა ეკიდა და კიდევ ერთი ჩანთა ეჭირა ხელში. მას არ სურდა შიგნით შემოსვლა. მისი უარის შემდგომ, მე შევედი შენობაში და ქადაგება დავიწყე." ქადაგების დაწყებიდან მოკლე ხანში, ეკლესიაში აფეთქების ხმა გაისმა და გარშემო ტერიტორია სისხლით იყო დაფარული, უამრავი გვამები მიმოფანტული, მათ შორის ბავშვების. პასტორმა აგრეთვე დაამატა: "ჩვენი ეკლესიის ეზოში ბავშვებისთვის პატარა სამლოცველოა... როდესაც უცნობმა უარი თქვა ეკლესიაში შემოსვლაზე და საეჭვოდ იქცეოდა, მრევლმა იგი გვერდზე გაიყვანა გასასვლელისკენ მიაცილეს. არ ვიცი იკამათეს რაიმეზე, მაგრამ აფეთქება ამის შემდგომ მალე მოხდა. " პასტორის თქმით ისლამისტ ტერორისტს სურდა მეტი მსხვერპლი ყოფილიყო, ამიტომ შეიძლება იგი ელოდებოდა მთლიანი მრევლი როდის შევიდოდა ეკლესიაში და შემდგომ განეხორციელებინა აფეთქება. 161 შეფასება არ არის
|