x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
პირველად კაცობრიობის ისტორიაში დედამიწაზე ბავშვებზე მეტი მოხუცი ცხოვრობს
image
გაეროს 2018 წლის სტატისტიკის მიხედვით პლანეტაზე ცხოვრობს 65 წელს გადაცილებული 705 მილიონი მოხუცი და 680 მილიონი 5 წლამდე ბავშვი.


პირველად კაცობრიობის ისტორიაში ხანშიშესული ადამიანების რიცხვმა(65 წელს ზემოთ) გადააჭარბა სკოლამდელი ასაკის ბავშვებს და რაც მთავარია სხვაობა უფრო იზრდება, თუ ასე გაგრძელდა, რაც დიდი შანსია, რომ ასე იქნება, 2050 წლისთვის ყოველ 1 სკოლანდელი ასაკის ბავშვზე 2 მოხუცი ადამიანი მოვა.


როგორც დემოგრაფები აღნიშნავენ, ხანშიშესული ადამიანების სიმრავლე განსაკუთრებით მაღალგანვითარებულ ქვეყნებში შეინიშნება, პარალელურად ამავე ქვეყნებში ყველაზე დაბალია შობადობა.


-იქნება ძალიან ცოტა ბავშვები და ძალიან ბევრი მოხუცი, რომლებიც 65 წელს ზემოთ იქნებიან და რაც არის შემაშფოთებელი, ძალიან ძნელი იქნება მსოფლიოს საზოგადოება ნორმალურ მდგომარეობაში დააბრუნო-აღნიშნავს მოხსენების ავტორი, ვაშინგტონის უნივერსიტეტთან არსებული ჯანდაცვის ანგარიშგების ინსტიტუტის დირექტორი კრისტოფერ მარეი.



მეცნიერი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ასეთი ტენდეცია არა მარტო საფრთხეს უქმნის საერთოდ ქვეყნების არსებობას, არამედ მის ეკონომიკასაც, მსგავსი ტენდეცია მიგვიყვანს იქამდე, რომ ახალი თაობა ვეღარ უზრუნველყოფს ხანშიშესულ ადამიანებს.


ამასთანავე ბოლო 50 წელიწადში გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 52 წლიდან 72 წლამდე, ანუ საპენსიო და ჯანდაცვის სისტემაზე ზეწოლა პროპორციულად იზრდება, ამ ქვეყნებს სჭირდებათ უფრო ბევრი რესურსი, რომ მოსახლოების მოთხოვნა დააკმაყოფილოს.



კვლევის თანახმად ხანშიშესული ადამიანების სიმრავლით ლიდერობს იაპონია-27%, შემდეგია იტალია-23%, მესამეზეა ევროკავშირი-19.7% აშშ-15, 4-ით მეოთხეა, მას მოსდევს რუსეთი-14, 1, შემდეგ მოდიან ჩინეთი, ბრაზილია, თურქეთი, ინდოეთი და ირანი.



ამასთანავე მსოფლიო ბანკის სტატისტიკის მიხედვით 1960-იან წლებში მსოფლიოში ყოველ ქალზე საშუალოდ 5 ბავშვი მოდიოდა, დღეისთვის კი კოეფიციენტი 2, 4 ბავშვამდე შემცირდა.

1
44
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
44
  
0 1 1