საქართველო ივანიშვილი: მერაბიშვილი მოაზროვნეა, მაგრამ გზასაცდენილია 2012, 21 ივლისი, 12:49 ვანო მერაბიშვილი, საქართველოს პრემიერმინისტრი ის ერთადერთი ადამიანია, რომელზეც ჯერჯერობით ბიძინა ივანიშვილმა დადებითად ისაუბრა იმ მხრივ, რომ ის გონიერი და ნიჭიერი მენეჯერია, მაგრამ გზასაცდენილია. მისივე განცხადებით, მერაბიშვილის პრემიერ- მინისტრად დანიშვნა მეორე ხარისხოვანი იყო და ხელისუფლების გეგმაში მთავარ საკითხს ახალაიას შინაგან საქმეთა მინისტრად მოყვანა წარმოადგენდა.ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ წარსულში ვანო მერაბიშვილთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. მაგრამ, მას შემდეგ რაც, მერაბიშვილი ხელისუფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა გახდა, მან ყველანაირი ურთიერთობა გაწყვიტა მასთან. მისივე თქმით, არსებული ეჭვი, რომ ის მერაბიშვილთან თანამშრომლობს, ოდესღაც მაგათ კარგ ურთიერთობაზეა დაფუძნებული. უნდა აღინიშნოს ის, რომ მართლაც კარგი ურთიერთობა ქონდათ ივანიშვილს და მერაბიშვილს ერთდროს სანამ მერაბიშვილი სწორ გზაზე იდგა. ივანიშვილმა აღნიშნა, რომ მას ახლაც შეუძლია გაიმეოროს, რომ სააკაშვილის ხელისფლებაში, ვანო მერაბიშვილი ერთ-ერთი მოაზროვნე ადამიანია. მაგრამ, 572 2-ს მოსწონს
|