საიენტოლოგთა რელიგიური ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ტომ კრუზის მეოთხე ცოლის კანდიდატი შეურჩია. ორგანიზაციის რეპუტაცია სერიოზულად დაზარალდა მას შემდეგ, რაც ტომ კრუზისა და ქეით ჰოლმსის დაშორების ერთ-ერთ მიზეზად საიენტოლოგიის იდეებით კრუზის გატაცება დასახელდა. ეკლესიის უმაღლეს წრეებში მიაჩნიათ, რომ მათ დაუშვეს შეცდომა, როდესაც თავის სულიერ შვილს კათოლიკზე დაქორწინების უფლება მისცეს. ახლა ისინო ცდილობენ გამოასწორონ ეს შეცდომა და მსახიობისთვის იდეალური ცოლი 27 წლის ლათინოამერიკული წარმოშობის მსახიობი, იოლანდა პეკორარო იქნება. გოგონა საიენტოლოგიას 13 წლიდან ეუფლება და მას ეძახიან "საიენტოლოგიის პრინცესას". ტომმა და იოლანდამ ერთმანეთი 2004 წელს საიენტოლოგიის ახალი ცენტრის გახსნაზე გაიცნეს. კრუზი იოლანდას სილამაზითა და ნიჭით გაცნობის დღიდანვე მოიხიბლა. დაუზუსტებელი ინფორმაციით მათ აგრეთვე მოკლევადიანი რომანიც აკავშირებთ. ახლა კი 50 წლის მსახიობი მზად არის ცოლობა შესთავაზოს იოლანდას. თავად იოლანდამ კი მსახიობთან ქორწინების შესახებ კომენტარზე უარი თქვა, თუმცა აღნიშნა, რომ ამჟამად არც დაქორწინებულია და არც დანიშნული.