განათლება არის თუ არა "სპანჯბობის" ყურება სახიფათო ბავშვებისთვის 2019, 26 აპრილი, 12:53
2011 წელს ჩიკაგოს უნივერსიტეტში ჩატარდა კვლევა, რომელშიც 60-მა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა. მათ მენტალური ტესტი ჩაუტარეს და როგორც აღმოჩნდა, ბავშვებმა, რომლებმაც "სპანჯბობს" უყურეს, ბევრად ცუდი შედეგი აჩვენეს, ვიდრე დანარჩენებმა.
ბავშვთა განვითარების სპეციალისტ დოქტორ დიმიტრი ქრისტაკის თქმით, სწრაფი ტემპით მიმდინარე მულტფილმების ყურება სარგებლიანი არ არის ბავშვებისთვის. "მარტო იმას კი არ აქვს მნიშვნელობა, რამდენ ხანს უყურებს ბავშვი ტელევიზორს, ისიც მნიშვნელოვანია, თუ რას უყურებს", - ამბობს ის. სხვა კვლევამ, რომელშიც აკვირდებოდნენ, რამდენი ხანი შეძლებდნენ ბავშვები გაძლებას, რათა მეზობელ ოთახში დამალული ტკბილეული არ აეღოთ, აჩვენა, რომ ბავშვებმა, რომლებსაც "სპანჯობი" ჰქონდათ ნანახი, საშუალოდ 4 წუთით ნაკლებ ხანს შეძლეს მოთმენა. ვირჯინიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორ ანჯელინ ლილარდის თქმით, პრობლემა მარტო "სპანჯბობში" არაა და ნებისმიერი სწრაფი ტემპით მიმდინარე მულტფილმის ყურება სახიფათოა ბავშვებისთვის, განსაკუთრებით სკოლაში წასვლისა და მეცადინების წინ. კვლევების გარდა, არსებობს მოსაზრება, რომ "სპანჯბობის" ყურება ბავშვებს ლოგიკურად აზროვნების უნარს უქვეითებს. ზოგი ამას სერიოზულად აღიქვამს, ზოგი კი - ერთობა. შეიძლება, საქმე არც ისე რთულადაა და მულტფილმის ყურებას არც ისე დიდი გავლენა ჰქონდეს ბავშვის განვითარებაზე. სტატიაში წარმოგიდგენთ რამდენიმე ალოგიკურობის მაგალითს მულტფილმიდან. თქვენზეა დამოკიდებული, ამას სერიოზულად აღიქვამთ თუ გაერთობით. ბოლოს კი თავად გადაწყვიტეთ, სახიფათოა თუ არა "სპანჯობის" ყურება ბავშვებისთვის. 1. როცა სპანჯბობი ბუშტებს ბერავს შუშის ჩაფხუტიდან.2. როცა მისტერ კრაბსი ცდილობს, თავისი ფული წყალდიდობისგან დაიცვას, არადა, უკვე წყალქვეშაა.3. როცა ოკეანის ფსკერზე ნაძვის ხე გაიზარდა, მაგრამ ჟანგბადის ნიღაბი სჭირდებოდა სასიცოცლოდ.4. როცა სპანჯობმა და პატრიკმა ბუშტი მისი ნარჩენებისგან და ჰაერისგან აღადგინეს.5. როცა სიბნელე გავლენას ახდენს პატრიკის სმენის უნარზე.6. როცა სენდის შუშის ჩაფხუტი ახურავს და მაინც შეუძლია, თითები პირთან მიიტანოს.7. ყოველთვის, როცა წყალქვეშ კოცონია გაჩაღებული.8. მაგრამ განსაკუთრებით კი ამ დროს:მეკობრე: -სპანჯბობი თან არ მოგიყვანიათ, არა? იმედი მაქვს, თავისი მოსაწვევი მიიღო. სპანჯბობი: -ამ წვეულებაზე წასვლა მინდა, მაგრამ მოსაწვევის წაკითხვა არ შემიძლია... ვინც ეს დაწერა, წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ წყალში ნაწერი იდღაბნება! პატრიკი: -მართალია. მოდი, ცეცხლში შევაგდოთ.9. როცა პატრიკმა ჭიქები ბინოკლად გადააქცია.10. როცა თევზი ისეთი მდიდარია, რომ წყალქვეშ აუზი აქვს, რომელშიც კიდევ ერთი აუზი აქვს.11. როცა თევზი იხრჩობა და დახმარებას ითხოვს...12. როცა მისტერ კრაბსი მუსიკას თვალებიდან უსმენს...და მისი ქალიშვილი ვეშაპია.13. როცა სქუიდვორდი წყალქვეშ რწყავს ყვავილებს.14. როცა მთელი ოთახი იყინება, მასში არსებული წყლის გარდა.15. როცა სპანჯბობის მრგვალ სახლს კუთხეები აქვს.16. როცა წყალქვეშ საპონი საპნად რჩება.17. და საერთოდ, როცა სპანჯბობი მოლაპარაკე სამზარეულოს ღრუბელია, რომელიც ანანასში ცხოვრობს წყალქვეშ.თქვენ რას ფიქრობთ? შეიძლება თუ არა, რომ "სპანჯბობის" ყურება სახიფათო იყოს ბავშვებისთვის? გაგვიზიარეთ❤ასევე დაგაინტერესებთ:1. 25 ალოგიკურობის მაგალითი ანიმაციებში 3. სპეცეფექტების ძალა: როგორ იღებდნენ სინამდვილეში ჩვენს საყვარელ ფილმებს 211 3-ს მოსწონს
|