ზევსის ყურამდე მიაღწია ხმამ: ხალხში ყოველგვარ უწესრიგობას დაედო ბინაო.
ზევსი ამ ამბავმა შეაწუხა და გადაწყვიტა ენახა ყოველივე, ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
საღამოსკენ ზევსი არკადიაში მიდიოდა მეფე ლიკაონის სასახლეში და გზაში სასწაულებს ახდენდა და ხალხს კურნავდა. მეფე ლიკაონი განარისხა ამ ამბავმა და მისი მოკვლა განიზრახა. ჯერ უნდა დარწმუნებულიყო ნამდვილად ღმერთი იყო თუ არა და გამოცდა მოუწყო: სასახლეში მონის დაკვლა ბრძანა, მოხარშვა და ზევსისთვის მირთმევა, ვნახოთ თუ მიხვდება ადამიანის ხორცი რომარისო.
ზევსი ამაზე ძალიან გაბრაზდა მეფის სასახლეს მოუვლინა ჭექა-ქუხილი და დაანგრია, ხოლო მეფე მგლად გადააქცია და ყმუილი დააწყებინა.
ზევსმა ზეცაში დაუყონებლივ მოიწვია კრება, დაღვრემილმა მოუთხრო მათ რაც იხილა, უკანონობა და საშინელი საზიზღრობები. გადაწყვიტა კაცობრიობა წარღვნით დაესაჯა.
დაბერა ქარმა ზვირთები ცის სიმაღლეს წვდებოდნენ, ღრუბლები შავად შეიმოსნენ, ხალხი შეშინებული არსაიდან მოელოდა ხსნას. ცამდე ამართული ზღვისა და ოკეანის ზვირთები დედამიწას ელექტრობასავით მოედო. ყველაფერი გაქრა, სადაც ცოტა ხნის წინ სიცოცხლე ჩქეფდა.
გადარჩნენ მხოლოდ პრომეთეს ვაჟიშვილი დევკალიორი და მისი მშვენიერი მეუღლე პირა.
როდესაც დედამიწა დაცარიელებულები ნახეს ძალზედ დამწუხრდნენ და მოთქმა-გოდება დაიწყეს.
ბოლოს გადაწყვიტეს მიემართათ დელფოს სამისნოსათვის და ღმერთ თემიდასთვის ეკითხათ გამოსავალი, რომელიც ეუბნებოდა მომავალს გაჭირვების ჟამს ამ მშვენიერ წყვილს.
თემიდამ ამგვარი პასუხი უთხრა უკეთილშობილეს დევკალიონს და მშვენიერ პირას: "დედის ძვლები თავზე გადაისროლეთო".
დამწუხრდა წყვილი, ვერ ჩასწვდნენ ღმერთის აზრს და დიდი ხნის ფიქრის შემდგომ დევკალიონმა ამოხსნა ამოცანა და მშვენიერ მეუღლეს უთხრა: დედა-დედამიწაა, ხოლო ძვლები-მიწაში ჩაფლული ქვებიაო.
მართლაც წყვილმა აიღო ქვები და თავზე გადაისროლა ზურგს უკან. დევკალიონის მიერ გადასროლილი ქვები მამაკაცებად გადაიქცნენ, ხოლო პირას მიერ გადასროლილი ქვები დედაკაცებად. ამგვარად რაც წარღვნას დაუნგრევია დევკალიონსა და პირას უშენებიაო.