x
Samsung სკანდალში გაეხვა
სამსუნგის დასაკეცი სმარტფონი Galaxy Fold, რომელიც მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი 1 კვირაში იქნება, უდიდეს სკანდალში გაეხვა. ექსპერტების შეფასებით, კომპანიის პრობლემები ახლა შეიძლება იმაზე სერიოზული აღმოჩნდეს, ვიდრე ეს ორი წლის წინ Galaxy note 7-ების მასობრივ აფეთქებებს მოჰყვა.

საქმე იმაშია, რომ იქამდე, სანამ მოწყობილობის გაყიდვებს დაიწყებდა, სამხრეთ კორეულმა კომპანიამ სმარტფონები ვიდეობლოგერებსა და ტექნიკურ მიმომხილველებს გადასცა, რათა მათ თავისი აზრი დაეფიქსირებინათ.

აღმოჩნდა, რომ ტელეფონის AMOLED ეკრანი ბლოგერთა უმეტესობას 2 დღეში გაუფუჭდა. თავად Samsung-ის მტკიცებით, ამ ეკრანს 200 ათასი გახსნა-დახურვის გაძლება შეუძლია, თუმცა პრაქტიკამ სულ სხვა რამ აჩვენა.

მართალია, ზოგიერთმა ვიდეობლოგერმა ეკრანს შეცდომით გადააძრო გარე ფენა, რომელიც ძალიან ჰგავს ეკრანის დამცავს, რის შემდეგაც სმარტფონმა მუშაობა შეწყვიტა, თუმცა, მიუხედავაად ამისა, ეს Galaxy Fold-ის ერთდერთი პრობლემა არ არის.


სმარტფონის ეკრანები მარტივად დაზიანდა იმ მიმომხილველების ხელშიც, ვისაც დამცავი შრე არ დაუზიანებია. ჟურნალისტები, რომლებმაც პრობლემის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს, არიან არხ MKBHD-ს მფლობელი მარკუს ბრაუნი, Bloomberg-ის ტექნიკური მიმომხილველი მარკ გურმანი, The Verge-ს თანამშრომელი დიტერ ბონი და ა.შ.


Galaxy Fold გაყიდვაში 26 აპრილს ჩაეშვება და მისი ფასი 1980 აშშ დოლარიდან დაიწყება.image

0
91
1-ს მოსწონს
ავტორი:დუნი
დუნი
91
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0