x
image
ეკა ლაცკა
რას უწოდებენ ყველაზე ლამაზ დაავადებას - 6 ფოტო, რომელზეც მინიმუმ ორი სხავადასხვა ფერია

ეს ჯადოსნური სანახაობაა, თუმცა მეცნიერები ამ საოცარ მოვლენას ჰეტეროქრომიას უწოდებენ.

ასეთ დროს თვალის გუგები სხვადასხვა ფერისაა.

ადამიანი, რომელიც ჰეტეროქრომირებულ მდგომარეობაში იბადება საპრობლემო სულაც არ არის, პირიქით, ის უბრალოდ განსაკუთრებული სილამაზის მქონეა, სხვებისგან განსხვავებული და გამორჩეული და ხშირად გაუგებარია, რატომ არ მოსწონთ ასეთ ადამიანებს საკუთარი თავი. ისინი ხომ ღმერთმა საოცარი ფერებით დააჯილდოვა?

ბევრმა არ იცის რას ნიშნავს სიტყვა ჰეტეროქრომია.


ბერძნულად - heteros(სხვა), chroma(ფერი)

ანუ ორი ანატომიური სტრუქტურის ან ერთი და იმავე სტრუქტურის ორი ისეთი ნაწილის სხვადასხვა შეფერილობა, რომელთაც ნორმალურ პირობებში ერთი ფერი აქვთ, მაგ. თვალის ფერადი გარსები ერთნაირადაა შეღებილი, მაგრამ ზოგჯერ მათ სხვადასხვა ფერი აქვთ.

არსებობს მთლიანი, ნაწილობრივი და ცენტრალური ჰეტეროქრომია.

მთლიანი ჰეტეროქრომია არის იმ შემთხვევაში, როდესაც ორივე თვალს სხვადასხვა ფერი აქვს, მაგალითად, ერთი თაფლისფერი და მეორე ცისფერი.

ნაწილობრივი ჰეტეროქრომიისას ერთ თვალში ორი ან მეტი ფერი შეინიშნება.

ცენტრალური ჰეტეროქრომია კი სახეზეა მაშინ, როცა გუგის გარშემო თვალი თაფლისფერია და კიდეებისკენ კი მათ სულ სხვა ფერი აქვთ.

ასეთივე განსხვავებული ფერის თვალებით იბადებიან ცხოველებიც.

ჰეტეროქრომია, ეს არის დაავადება, რომელსაც ყველაზე ლამაზ დაავადებად თვლიან.image


image


image


image


image

image

1
118
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
118
  
2019, 20 აპრილი, 21:44
მართლაც,რომ საოცარად ლამაზია ადრე ვნახე ბავშვი 1 თვალი ლურჯი და მეორე შავი ქონდა საოცარი სანახავი იყო .
0 1 1