საქართველო ,, მათი ცხედრები დაწვეს და ცოცხლები გაატყავეს " ედუარდ შევარდნაძე 2019, 19 აპრილი, 21:31 (სტატია დაწერილია ედუარდ შევარდნაძის მემუარების მიხედვით) 1992 წლის 9 მარტს, ქ. ზუგდიდში აჯანყებამ იფეთქა. ერივნული გვარდიის ადგილობრივი ბატალიონი გადავიდა სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მხარეზე. რომელიც ექსპრეზიდენტის მომხრეებმა ჩამოაყალიბეს, აჯანყებულები თავს დაესხნენ სამთავრობო მცირერიცხოვანი ჯარისა და მილიციის პოსტებს.მოკლეს 6 ჯარისკაცი, მათი ცხედრები დაწვეს და ცოცხლები გაატყავეს .ზუგდიდისკენ სასწრაფოდ გაეშურნენ ეროვნული გვარდიის სარდალი კიტოვანი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე . ადგილზე ჩასვლისას ისინიც დააპატიმრეს. ჩემი წინადადებით ზუგდიდში ჩავიდა სახელმწიფო დელეგაცია, ძველი გამოცდილება მკარნახობდა რომ უპრიანი იქნებოდა მშვიდობიანი მოლაპარაკება, არცთუ უსაფუძვლო იყო ჩემი მოსაზრება .მოლაპარაკება ზუგდიდში ტყვეების განთავისუფლებით დამთავრდა. ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც თითქოს გამორიცხავდა მომავალში მსგავსი ინციდენტის წარმოშობას. თუმცა სულ ერთი კვირის შემდეგ შეთანხმება დაირღვა . ცხადია არა სახელმწიფო საბჭოს მხრიდან. იმ დღეს თბილისში ხანძარი გაუჩნდა კონსტანტინე გამსახურდიას სახლმუზეუმს. რაც ცეცხლს გადაურჩა გაძარცვეს. სიძულვილისა და შურისგების მხეცი გალიიდან გამოვიდა. მის მიერ გატკეპნილი კვალი გზის მაჩვენებელი აღმოჩნდა ცეცხლის წამკიდებლებისთვის. მძარცველებისა და მოძალადეებისათვის. ყველაფერზე, რაც ახლა, 7 მარტის შემდეგ ხდებოდა საქართველოში, პასუხი მე მომეთხოვებოდა . გამსახურდიას სახლის ცეცხლის წამკიდებელმა ფაქტობრივად მე გამწირა.
1333 შეფასება არ არის
|