x
მეტი
  • 19.11.2024
  • სტატია:138341
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512019
გადაგვარებული ახალგაზრდები
imageგუშინ მინდოდა დამეწერა ეს სტატია, მაგრამ ჩემი დარღვევების გამო შეზღუდული მქონდა საიტით სარგებლობის უფლება და დღეს მოგიყვებით იმ ამბავს რის მოყოლასაც გუშინ ვაპირებდი.


გვიანი საღამო იყო. დაძაბული დღის შემდეგ სახლში მოვდიოდი. დილის 7 საათიდან ღამის 10 საათამდე ქუჩაში ყოფნა, დამეთანხმებით, რომ საკმაოდ რთულია. ავტობუსი საშინლად გაჭედილი იყო ხალხით. უკანა კართან დავდექი და ლამის ფეხზე დამდგარს ჩამეძინა, მაგრამ ჩემი ყურადღება უკანა სკამზე მჯდომმა ახალგაზრდებმა მიიქციეს. 3 ბიჭი და 2 გოგო იჯდა. რაღაც საშინლად იცინოდნენ, თუ რომელიმე ცხოველს ბაძავდნენ, ვერც მივხვდი. გადავათვალიერე ახალგაზრდები და 15-16 წლის ბავშვები იყვნენ. ყველას დახეული ტანსაცმელი ეცვა (მათხოვრები ნამდვილად არ იყვნენ), ბიჭებს ბანჯგვლიანი ფეხები უჩანდათ, გოგოები კი "კეკლუცად" აჩენდნენ თავიანთ ფეხებს მოკლე, დახეულ შორტებში. ერთმა გოგომ, როდესაც დამინახა, რომ ვუყურებდი "გამიღიმა". ნუ ეს ალბათ თავად ეგონა, რომ გამიღიმა, თორე მე შემეშინდა. რკინებით სავსე პირი, ტუჩზე პირსინგი, შავად ჩახატული თვალები, ჭრელი თმები, საოცრად გაბურძგნული და ყველა მხრიდან სხვადასხვა ფერის. ბიჭებიც ასეთები იყვნენ: საყურე, წარბთან და ცხვირზე პირსინგები, თავის ქალების გამოსახულებებით მორთული ტყავის სამაჯურები ლამის იდაყვამდე აესხათ. უაზროდ იცინოდნენ ყველაფერზე. გოგოებიც მათ ჰყვებოდნენ. ღრმა დეკოლტეში, ქალის ლამაზი მკერდის ნაცვლად, რაღაც დაავადების მსგავსი გამობერილები უჩანდათ. ოდესღაც ალბათ ვარდისფერი ლიფები, ახლა ფერდაკარგული, მოშავო ნაჭრებიღა იყო.


ავტობისიდან რამდენიმე გაჩერებით ადრე ჩამოვედი. არ იყო ადგილი, წინ გადავსულიყავი და გულმაც არ გამიძლო მათი უზნეო საქციელებისთვის მეყურებინა. 15-16 წლის ბიჭი რომ ღინღლს დაიტოვებს ნიკაპზე და ბლანჟე ჰგონია, ის ნორმალური ადამიანია? იმედია, სახლში მამამისს არ ჰგონია, რომ ვაჟკაცი მოესწრო, თორე მთლად დაღუპულა საქართველო. 16 წლის მეფეები გვყავდა და ქვეყანას მართავდნენ. მე ვერ შევედრები ამ მეფეებს, მაგრამ 15 წლისა კაცობაზე ვდებდი თავს, ქვეყანა ჩემი მეგონა და ასეთ სასწაულებს არ ვაკეთებდი. 15 წლის უკვე იმას ვფიქროდი, რა შეიძლებოდა გამეკეთებინა, რომ დამოუკიდებელი ვყოფილიყავი და ელემენტარული, ტანსაცმლის ყიდვა, რომ მომინდებოდა მშობლებისთვის ფული არ მეთხოვა. მის მერე, დღემდე ასე ვარ და დღევანდელ ახალგაზრდებს რომ ვუყურებ, გული მწყდება. დასანანია, რომ კაცი კაცს აღარ გავს და ქალი ქალს.


ვიცი, რომ ამ სტატიას ბევრი მოწინააღმდეგე ეყოლება, ბევრი იტყვის ეს მათი ცხოვრებააო, მაგრამ არაა ეს მარტო მათი. ისინი საქართველოში არიან, ქართველები არიან და ნამდვილად არ მინდა ქართველობა ვინმემ შეარცხვინოს. მე ბევრჯერ დამიცვია საქართველოს და მისი დროშის ღირსება და მინდა, ყველა ქართველი ასე იყოს. არ მინდა, მათ გამო მე შემრცხვეს, სადმე რომ ვიტყვი ქართველი ვარ-თქო.



იმედია, ყველა სწორად გამიგებს სათქმელს. არც ვამატებ არაფერს და არც ვაზვიადებ. ეს იყო, რაც ვნახე და როგორც მეტკინა გული. დანარჩენი ყველას შეუძლია თავად განსაზღვროს.

43
582
24-ს მოსწონს
3-ს არა
ავტორი:cxvedo
cxvedo
582
  
2012, 20 ოქტომბერი, 19:20
100%ით ვეთანხმები სტატიის ავტორს.ეს ყველაფერი მშობლების ბრალია ზოგ მშობელს თვითონაც უნდა აღზრდა და იმან როგორ უნდა აღზარდოს ბავშვი არაფერში ზღუდავენ მათ და ბოლოს ჩამოყალიბებული თავხედია სახეზე როცა ამას ხვდებიან უკვე გვიანაა.ბაბუაჩემი ამბობდა ბავშვი ცხელი რკინააო როგორ ფორმასაც მისცემ ისეთი იქნება.მაგრამ ვიღა უგდებს ყურს ხნიერს ეხლა.ამ გოიმ უყურეთ.სხვა სვეცკ ერებს ვინც ბაძავს ის თუ უფიქრია იმათ ბოზი წინაპრები ყავდათ და არაფრის სცხვენიათ ჩვენ ტრადიციებს თუ არ ვეცით პატივი მაშინ რა აზრი აქვს ქართველობას.მაგრამ "პროგრესი" დაწყებულია ევროპელები ვხდებით.dddddddddddddddddddd
2012, 29 აგვისტო, 16:52
+ 100 სრულიად გეთანხმეწბი :)
2012, 29 ივლისი, 21:49
:)ანუ მე გაუნათლებელი ვარ? "ვინმე განათლებულ კაცთან მიდი და აგიხსნის გარკვევით." ვინმეს რამე არ შეეშალოს. ერთს კი ნამდვილად მართალს ამბობ და როგორც ისააკ ნიუტონი ამბობდა: "განუმეორებელი ვარ წყლის უბრალო წვეთივით", ეს მართლა ასეა. ფიზიკის კანონია, რომ ბუნებაში ორი ერთნაირი წყლის წვეთიც არ არსებობს, მაგრამ ემ აქ სხვა საკითხი მაქვს აღწერილი და ჯობია სწორად გაიგო რაც წერია. აქ გადაგვარებულ ახალგაზრდებზეა საუბარი, როგორბიც ჩემ მიერ მოთხრობილ ამბავში მაქვს აღწერილი. ასეთი საკმაოდ ბევრია და მე მათზე მაქვს საუბარი. ჩემს სტატიებში შეგიძლია ნახო უცნაურ ტატუებზე და პირსინგებზე და იმათ პატრონებზე შეძლებ თქვა რომ ნორმალური ფსიქიკა აქვთ? თვალებჩაკრასკულ 15 წლის ბიჭებს არამგონია ჯანსაღი ფსიქიკა ჰქონდეთ. ამაზე მაქვს მე საუბარი და არა სხვა რამეზე.
2012, 29 ივლისი, 12:52
პუბლიკის წინაშე რომ იტყლარწება და იღრინჯება, არაეთიკურად იქცევა, დაკარგული აქვს მორალი აი ეგ კი მიუთითებს მის ფსიქიკურ მდგომარეობაზე და მის ყოფაქცევაზე მაგას არ გედავები ბრატ. მე მაქვს პირსინგი მაგრამ მაგრამ არ ვიღრინჯები და თავხედურად არ ვიქცევი, დიდ პატივს ვცემ მშობლებს და ყოველდგე დედას არ ვაგინებ როგორც უმეტესობა აკეთებს, აგრეთვე დიდ პატივს ვცემ მანდილოსნებს, ერთი რამ უნდა გაიგო ის რომ ყველა ინდივიდუალურია და ერთნაირები არარსებობენ, ჩაცმულობით ერთნაირები არ მაქვს მხედველობაში, ვინმე განათლებულ კაცთან მიდი და აგიხსნის გარკვევით.
2012, 26 ივლისი, 23:32
:D ინტერესთა მრავალფეროვნება?:D სიძულვილის ენას კი არ ემსგავსება სარკაზმია:)
2012, 26 ივლისი, 23:31
კონკრეტული პიროვნებიდან არავინ საუბრობს მასაზე, მაგრამ 80% რო ასეა, უკვე თამამად შეგიძლია ისაუბრო იმათგან გამომდინარე მასაზე და ვერავინ მოგედავება იმ 20 პროცენტზე თუ არ გაამახვილებ ყურადღებას და გამონაკლისებად არ აღნიშნავ. არც ჩაცმულობის მიხედვით უმსჯელია ვინმეს ამ ადამიანებზე, მაგრამ წესით ჩაცმულობა და იმიჯი ბევრ რამეს ნიშნავს. ადამიანს თუ ასე სასწაულად აცვია და ასეთი უცნაურობები ახასიათებს, ძალიან მეეჭვება მას ჯანსარი ფსიქიკა ჰქონდეს და თუ ფსიქიკა არ აქვს ადამიანს ჯანსაღი, შესაბამისად ვერ ისაუბრებ რომ ის კარგი ადამიანია და ასე შემდეგ. როგორ კომენტარებში გამოუჩნდა მათ ათასი დამცველი. 15 წლის თვალებჩაკრასკული ბიჭი პირსინგებიტ და დახეული ტანსაცმლით, უაზრო ღრეჯით რო შემხვდება, ვერავინ დამარწმუნებს რომ ის გულიტ კარგი ადამიანია და მის გარეგნობას არ უნდა მიაქციო ყურადღება.
2012, 26 ივლისი, 15:38
ეგეც მართალია, კონკრეტული პირების ყოფაქცევიდან გამომდინარე ასკვნიან რომ მთელი ერი ესეთია, ეს რაციონალურ მსჯელობას არ შესაბამება.
2012, 26 ივლისი, 8:30
მე თქვენი რა მიკვირს იცი? ის ახალგაზრდებიშეიძლება უზრდელურადაც იქცეოდნენ, მაგრამ რომელ დროში გამოლეულან უზრდელები ახლა რომ გამოთავდნენ? თქვენ კი ამ ერთის თU რამდენიმის ქცევას აზოგადებთ და ,,გადაგვარებული ახალგაზრდები" ამ ჩარჩოში სვამთ მთელ ახალგაზრდობას.ასე არ შეიძლება,განზოგადებებს უნდა ვერიდოთ,არაეთიკურია
2012, 26 ივლისი, 1:18
წესიერად ჩაცმულები არიან რომ წამდაუწუმ დედას აგინებენ ესენი კარგი ქართველის შვილები არიან ხო?
2012, 26 ივლისი, 1:12
ბლანჟე და წვერი კაცის ღირსება ამაში ცუდი არაფერია ფარაონები რაა განუვითარებელი ტიპები იყვნენ რადგან დაწნული ბლანჟე ქონდათ?? ნათიას ვეთანხმები სრულებით, პირსინგით ან ტატიუროვკების რაოდენობით ადამიანის შინაგან სამყაროს ვერ განსაზღვრავ ასე რომ ზედმეტად ენას ნუ ატანტალებთ, თუ რამის აზრზე ხართ დაწერეთ ვინ არა აზრზე ენას კბილი დაჭიროს. აღწერიდან ჩანს რომ ისინი უზრდელურად და თავხედურად იქცეოდნენ პირადად მეც ვერ ვიტან ეგეთ ტიპებს, ჩაცმულობიდან გამომდინარე შეუძლებელია ადამიანის შინაგანი სამყარო ამოიკითხო.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10