ბიოგრაფია ჭაბუა ამირეჯიბის, უდიდესი საზოგადო მოღვაწის გაქცევა ციხიდან 2019, 19 აპრილი, 17:29 საბჭოთა ხელისუფლებისგან თავის დაღწევის მიზნით, შეიქმნა იატაკქვეშა გაერთიანება, “ თეთრი გიორგი ". ჭაბუა აამირეჯიბიც ამ ორგანიზაციის წევრი იყო. ძირითადად ახალგაზრდობა ვიყავით. 20 - 30 წლისები. კაგებემ მალე გამოავლინა ეს ორგანიზაცია “ თეთრი გიორგი" მისი ლიდერი მუსტაფა შელი აყვანისას მოკლეს, ხოლო ჭაბუა სხვა წევრებთან ერთად ციხეში მოათავსეს.
![]() ![]() უნარკოზოდ ამომაძრეს კბილები. გული რამდენჯერმე წამივიდა. მერე დამანებეს თავი. დადგა სასამართლოს დროც, მოსამართლე მეკითხება რომ გაგანთავისუფლოთ რას გააკეთებო. რაც გამიკეთებია ისევ იმასო . ჭაბუას 25 წელი მიუსაჯეს. მაგრამ პროკურორმა განაჩენის გამკაცრება დახვრეტა მოითხოვა. 45 დღე და ღამე ელოდა სიკვდილმისჯილთა საკანში სიკვდილის დღეს. ღამე ვიღაც ყვიროდა, სპეციალურად აყვირებდნენ, პატიმრებზე ფსიქოლოგიურად რომ ემოქმედათ. საერთოდ კაგებეში წამებების მთელი ოქტავა ჰქონდათ. შეგიყვანდნენ, კუთხეში მიგაბრუნებდნენ, ცალ ფეხზე იდექი სანამ არ წაიქცეოდი . მორიგეები იცვლებოდნენ . ეგ ერთი, მერე თავდაყირა ჩამოკიდება და ზომბებით ცემა, მერე თითებში ფანქრების ჩადება და მოჭერა. კარცერში ჯდომა და ასე, სხვა . ![]() პროკურორის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და 25 წელი მიუსაჯეს შრომა გასწორების კოლონიაში. თავისი სასჯელის მოხდა თბილისიდან დაიწყო. საიდანაც მალე ციმბირში უნდა გადაესახლებინათ. ჭაბუამ გადაწყვიტა გაქცეულიყო და ეს უნდა მომხდარიყო მანამ სანამ ციმბირის გზას გაუყენებდნენ. სწორედ ამ ადგილიდან იწყება მისი გაქცევების ისტორია. ![]() ![]() ![]() - ეს რამეები შენიაო. - კი მეთქი. - მიდიხარო? -კი. მეც წამიყვანეო. რა უნდა მექნა, გამხელილი იყო. დაცვა რომ შეიცვლება მაშინ გაჩვენებ გასასვლელს თქო. შენ არავის დაელაპარაკო, თქო. სანამ ჩვენ სადილად ჩაგთიყვანეს და სხვების დათვლა დაიწყეს, კარების გასახსნელად ატმეჩკები მივეცი, უცებ ჩემი ნივთები ავიღე, გავისაპნე, გამოვიცვალე . დაცვა 20 წუთში შეიცვლებოდა . მაგრამ მან გამოსვლისას კარი არ გამოიკეტა . ამით სინათლე შევიდოდა და მალე მიხვდებოდნენ. " ![]() გაიქცნენ და მალევე ისინიც გამოედევნენ. კაგებეს შეატყობინეს . ჭაბუას გეგმით გაქცეულებს მტკვარი უნდა გადაეცურათ, ორიოდე კმ. უნდა ევლოთ და ხელახლა გადმოეცურათ. და ევლოთ თბილისისაკენ. ეს იმიტომ რომ ძაღლებს კვალი არ აეღოთ. ![]() ![]() “ იღბალი ბედისწერითაა თანდაყოლილი, ბედისწერა და წერათ მწერალი მწამს, მხოლოდ იღბლის წყალობით გადავრჩი გაქცევის დღეს სამგზის ჩავარდნის."494 1-ს მოსწონს
|