8 იანვარი კიევი: დღეს რევოლვერით მოკლულ იქმნა თავის ბინაზედ არტისტი როშჩინ-ინსაროვა, მკვლელი-მილოვია, პეტერბურგის თეატრების დეკორატორი. მილოვი კიევში ჩამოვიდა თავვის ცოლთან, არტისტ ქალ პასხალოვასთან, რომელიც აგრეთვე კიევის თეატრში მსახურებდა, მკვლელობის მიზეზი იჭვიანობაა. მკვლელი ქუჩაში შეიპყრეს.
![რევოლუცია რევოლუცია](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201904/2019041915412986985.jpg)
9 იანვარი ლონდონი:
"daily mail"-ს დეპეშით აუწყებენ შანხაიდან, რომ ოგანუის პროვინციის 8 000 მეამბოხე თავს დაესხა ათ იანვარს ქალაქ კოუნს, ქალაქის დამცველ ჯარის-კაცებში მოკლულ იქმნა 200 კაცი. ქალაქს ყოველ მხრივ მეამბოხენი არტყიან, ნანკინის ვიცე-კოროლმა კოუნს ჯარი მიაშველა.
გაზეთი: "ცნობის ფურცელი" 1899 წელი ნომერი: 723