შოუბიზნესი " მე ისე მოვიქცევი, როგორც დედა მარიგებდა, ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია, რომ სხვებს გამოვადგე " - ანჯელინა ჯოლი 2019, 19 აპრილი, 14:14 ანჯელინა ჯოლი გამორჩეული მსახიობია, იგი ძალიან დიდ ქველმოქმედებას ეწევა და ბევრი ადამიანის გულს ახარებს. წლების განმავლობაში მან უამრავი რამ გააკეთა მიუსაფარი ბავშვებისა და ქალებისათვის, წავიდა ავღანეთში დევნილთა დასახმარებლად, ეთიოპიაში გახსნა ტუბერკულოსის სამკურნალო ცენტრი, მან დააფუძნა სასწავლო ცენტრები დაზარალებული ოჯახების ბავშვებისათვის. 2013 წელს ოსკარის დაჯილდოებაზე იგი ძალიან ემოციური და შთამბეჭდავი სიტყვბით წარსდგა. გთავაზობთ ნაწყვეთს მისი გამოსვლიდან: "არასოდეს მესმოდა, რატომ არის ზოგი ადამიანი ისეთი იღბლიანი, როგორც მე ვარ და მსოფლიოს მეორე მხარეს, რატომ არის ქალი, ზუსტად ჩემი მსგავსი იმავე უნარებით, იმავე სურვილებით, იმავე საქმიანი ეთიკითა და ოჯახის სიყვარულით, ვისაც შესაძლოა უკეთესი ფილმებიც გადაეღო, უკეთესი გამოსვლებიც ჰქონოდა, უბრალოდ ის დევნილთა ბანაკში ზის და ვერაფერს ამბობს და დარდობს რა უნდა აჭამოს საკუთარ შვილებს, როგორ დაიცვას ისინი და თუ ოდესმე შეძლებენ ისინი საკუთარ სახლებში დაბრუნებას. არ ვიცი, რატომ არის ეს ჩემი ცხოვრება და ის მისი. არ მესმის, მაგრამ მე ისე მოვიქცევი, როგორც დედა მარიგებდა, ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია, რომ სხვებს გამოვადგე და ჩემი აქ დგომა ნიშნავს, რომ ისე მოვიქეცი, როგორც დედა მარიგებდა და ცოცხალი რომ იყოს, ჩემით იამაყებდა. " 83 2-ს მოსწონს
|