ყურმოკრული საუბარი
ერთმა კაცმა ყასაბთან ძროხის თავი იყიდა. ყასაბმა ძროხის თავს ჩუმად ენა ამოაცალა და ისე გაატანა მყიდველს. რომესაც კაცმა ძროხის თავი შინ მიიტანა, ნახა რომ თავი უენო იყო. გაჭირვებულმა მიიტანა ყასაბთან და შესჩივლა.
- კაცო! რამიქენი უენო თავი რომ მომყიდეო.
ყასაბმა მიუგო:
- რავქნა ძმაო, ის ძროხა რომლის თავი შინ წაიღეო მუნჯი იყოო.
გაზეთი, ცნობის ფურცელი 1899წელი ნომერი: 723