სხვა გამოქვეყნდა პრესის თავისუფლების რეიტინგი-რუსეთს ვენესუელამაც კი გაასწრო 2019, 18 აპრილი, 18:14 ![]() პრესის თავისუფლების რეიტინგს უკვე მესამე წელია ზედიზედ სათავეში ჩაუდგა ნორვეგია, პირველ ხუთეულში შევიდნენ აგრეთვე ფინეთი, შვედეთი, ნიდერლანდები და დანია. ბოლო 180-ე ადგილი დაიკავა თურქმენეთმა, ექსპერტთა განცხადებით ამ ქვეყანაში პრესის თავისუფლების მხრივ უფრო უარესი სიტუაციაა, ვიდრე ჩრდილოეთ კორეაში, რომელსაც ბოლოს წინა ადგილი უკავია. ახლო აღმოსავლეთი და აფრიკა კვლავ რჩება ზონებად, სადაც ჟურნალისტების მუშაობა ყველაზე რთული და სახიფათოა. ცუდი მდგომარეობაა ჩვენს მეზობელ ორ ქვეყნაში, ანუ "რეგიონალურ მძიმეწონოსნებში", განსაკუთრებით აღსანიშნავია თურქეთი, (157-ე ადგილი)რომელსაც "რეპორტიორები საზღვრის გარეშე" უწოდებენ "ჟურნალისტთა ყველაზე დიდ სატუსაღოს მსოფლიოში". ![]() "ავტორიტარული რეჟიმები კარგავენ თავიანთ პოზიციებს.ამის მაგალითია ვენესუელა, (148-ე ადგილი)სადაც ჟურნალისტები განიცდიან ძალადობას სამართალდამცავების მხრიდან და რუსეთი, (149-ე ადგილი)სადაც კრემლი აძლიერებს ზეწოლას ინტერნეტზე და დამოუკიდებელ პრესაზე"-აღნიშნულია მოხსენებაში. ![]() "არასდროს ისტორიაში არ მომხდარა, რომ ამდენი მუქარა წამოსულიყოს ამერიკელი ჟურნალისტების მიმართ და აქამდე არასდროს ასე ხშირად არ მიუმართავს ჟურნალისტებს კერძო სააგენტობისთვის, რომ დაიცვან მათი უსაფრთხოება" აღნიშნულია დასკვნაში. რაც შეეხება სხვა ჩვენს მეზობელ ქვეყნებს -უკრაინას 102 ადგილი უკავია, აზერბაიჯანს 166, ხოლო სომხეთს 61, რითაც ერთი ადგილით გავუსწარით, ჩვენს ქვეყანა მე-60 ადგილზეა. პრესის თავისუფლების რუკა გამოყოფილია ხუთ ზონად: თეთრი(კარგი სიტუაცია) ყვითელი(საშუალოდ კარგი), ნარინჯისფერი (პრობლემური სიტუაცია)წითელი(რთული სიტუაცია) და შავი(სიტუაცია ძალზე სახიფათოა) ![]() ![]() სრული სია იხილეთ აქ. 37 3-ს მოსწონს
|